გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები და სიკვდილით დასჯა ჩერდება – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, თუ ეს ინფრომაცია არასწორი იქნება, მაშინ ამერიკა ძალიან გაბრაზდება.
გვითხრეს, რომ ირანში მკვლელობები ჩერდება და სიკვდილით დასჯა არ იგეგმება. ეს სანდო წყაროდან მითხრეს. ბევრი ადამიანი საუბრობდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ დღეს იქნებოდა სიკვდილით დასჯის დღე. ეს თუ მოხდება, ყველანი ძალიან გავბრაზდებით”, – განაცხადა ტრამპმა.