მთავარისიახლეებიაშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა - არიან დაშავებულები

აშშ-ში ირანის რეჟიმის მოწინააღმდეგე დემონსტრანტებში სატვირთო შევარდა – არიან დაშავებულები

Published on

ლოს-ანჯელესში ირანის რეჟიმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე სატვირთო მანქანის მძღოლი დემონსტრანტებში შევარდა. შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.

მძღოლი პოლიციამ უკვე დააკავა და ამჟამად საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. პოლიცია არკვევს, რამ გამოიწვია შეჯახება.

სოციალურ მედიაში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ სატვირთოზე ბანერი იყო დამაგრებული, ტექსტით “არა შაჰს. არა რეჟიმს. აშშ: არ გაიმეოროთ 1953. არა მოლას.”

ცნობისთვის, ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში 15 დღეა აქციები იმართება.

სიახლეები

დრონები ოკუპირებული აფხაზეთის თავზე – აფეთქებები და მასშტაბები: რა ხდება?

უპილოტო საფრენი აპარატები ოჩაჩირის, სოხუმისა და გულრიფშის თავზე - ვიდეოებს აფხაზეთის მარიონეტული საგანგებო სიტუაციების...

სურსათი თებერვალში წლიურად 9.5 %-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის თებერვალში წლიური ინფლაცია 4.6%-ს შეადგენს. საქსტატის ინფორმაციით,...

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას...

გრანტების მიღებასა და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული წესები პარლამენტმა დაამტკიცა

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის გათვალისწინებით, გრანტების მიღებასთან, ასევე პოლიტიკურ საქმიანობასთან და პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებული...