მთავარისიახლეებიკონფლიქტებიუკრაინულმა მხარემ აშშ დაარწმუნა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის ამბავი ფეიკია

უკრაინულმა მხარემ აშშ დაარწმუნა, რომ პუტინის რეზიდენციაზე თავდასხმის ამბავი ფეიკია

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტყუილი უწოდა რუსული მხარის განცხადებას, რომ უკრაინამ დრონებით ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიში მიიტანა. ზელენსკის თქმით, ამის შესახებ უკრაინა ამერიკულ მხარეს უკვე ელაპარაკა. 

“ჩვენი მომლაპარაკებელი ჯგუფი ამერიკულ მხარეს დაუკავშირდა, მათ განიხილეს დეტალები და გვესმის, რომ ეს ფეიკია. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს, მათი ტექნიკური შესაძლებლობების წყალობით, ყოველთვის შეუძლიათ იმის გადამოწმება, რომ ეს ფეიკია.” – აღნიშნა მან. 

ზელენსკის თქმით, “პუტინის ვალდაის რეზიდენციაზე თავდასხმები ტყუილია. არავინ დასხმია თავს. არის ეს სანქციებთან კავშირში. შესაძლოა, მცირედით ამასაც ეხებოდეს.”

“მაგრამ ჩემი აზრით, უფრო იმ ფაქტთანაა კავშირში, რომ ჩვენ საკმაოდ წარმატებული საუბარი და შეხვედრა გვქონდა, პოზიტიური შეხვედრა ჩვენს ჯგუფებს შორის ერთი თვის განმავლობაში, რომელიც პრეზიდენტ ტრამპთან ჩვენი შეხვედრით დაგვირგვინდა, სადაც ჩვენ განვიხილეთ გეგმა, რომელზეც ჩვენი მრჩევლები 3 იანვრიდან მოყოლებული მუშაობდნენ.” – დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 29 დეკემბერს უკრაინის მიერ ვლადიმირ პუტინის რეზიდენციაზე იერიშის მიტანის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადება უარყო.

ზელენსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთი, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინიციატივით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებში მიღწეული შედეგების ჩასაშლელად, ცრუ ამბავს იგონებდა.

ტრამპმა დაამატა, რომ აშშ რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს უკრაინა პუტინის რეზიდენციას თავს დაესხა, შეისწავლიდა – “შეიძლება თავდასხმა საერთოდ არც მომხდარა”. – აღნიშნა ტრამპმა.

სიახლეები

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...

კანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა კიევს...

რუსეთი რთულ დროში მუდამ საქართველოს გვერდით იდგა-ფარცხალაძე

რუსეთი მუდამ იყო საქართველოსთან ყველაზე რთულ დროში, როცა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. დღეს როგორც...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...