მთავარისიახლეებიამოვიღეთ 157 კგ ჰეროინი, გადატანას მარმარილოს ფილებით ცდილობდნენ-შსს

ამოვიღეთ 157 კგ ჰეროინი, გადატანას მარმარილოს ფილებით ცდილობდნენ-შსს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამოღებულია 157 კილოგრამი ჰეროინი და დაკავებულია ირანის მოქალაქე, რომელსაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

ამის შესახებ ივანიშვილის შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე ისაუბრა.

“პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის საბაზრო ღირებულება ე.წ. შავ ბაზარზე დაახლოებით, 50 მილიონ ლარს შეადგენს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის, ასევე საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დაკავებულია ირანის რესპუბლიკის მოქალაქე. გამოძიების მიერ მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ სატვირთო ავტომობილი მეზობელი ქვეყნიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი წითელი ხიდის გავლით შემოვიდა. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა სატვირთოს მისაბმელის სპეციალურ სამალავში აღმოაჩინეს. 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინის გადატანას მარმარილოს ფილების ცდილობდნენ.

[…] გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 262-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.” – თქვა დარახველიძემ.

სიახლეები

“ეს ეხება უკრაინას, ეს ეხება საქართველოს” ,პუტინს სსრკ-ს აღდგენა სურს-ვადეფული

გერმანულ ტელევიზიასთან საუბარში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა თქვა, რომ მისი აზრით, რუსეთის...

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე იერიშები მიიტანა

უკრაინამ მოსკოვის ოლქზე დრონებით იერიში მიიტანა. რუსული მხარის ცნობით, დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა...

პოლონეთი უკრაინის საზღვართან Abrams-ის ტანკებს, Patriot-ის სისტემებსა და ახალ სამხედრო ქვედანაყოფებს განალაგებს

პოლონეთი უკრაინასთან საზღვრის გაძლიერებას გეგმავს და ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ლუბლინის სასაზღვრო რეგიონში Abrams-ის ტიპის...

დააკავეს პირი, რომელი სხვის უძრავ ქონებას თაღლითურად დაეუფლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ქუთაისში...