მთავარისიახლეებიმსოფლიოუკრაინაში ომი გაგრძელდება - ზელენსკიმ კრემლის ულტიმატუმს უარით უპასუხა

უკრაინაში ომი გაგრძელდება – ზელენსკიმ კრემლის ულტიმატუმს უარით უპასუხა

Published on

ფლორიდაში აშშ-ის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა საქმიანი, მაგრამ ომის დასრულების თვალსაზრისით უშედეგო აღმოჩნდა. უკრაინის პრეზიდენტმა მტკიცე უარი განაცხადა კრემლის მიერ წამოყენებუი ულტიმატუმის შეჩერებაზე და განაცხადა, რომ დონბასის მთელი ტერიტორიიდან ჯარის გაყვანას, ასევე ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებიდან გასვლას, დონეცკისა და ლუგანსკის დასახლებების გათავისუფლებაზე უარის თქმას არ აპირებს. 

„20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა შეთანხმებულია 90%-ით, უსაფრთხოების გარანტიები კი შეთანხმებულია 100%-ით. ჩვენ ვისაუბრეთ რეფერენდუმზე, შეგვიძლია ის გეგმისთვის გამოვიყენოთ. შედეგებთან ახლოს ვართ. ეს რთული საკითხია, მაგრამ ჩვენი პოზიცია ნათელია: ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას, ჩვენს ერს და იმ ტერიტორიას, რომელსაც ვაკონტროლებთ. ტრამპმა იცის ჩვენი აზრი”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 

ტრამპის აზრით კი:

„ჩვენ მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვისაუბრებთ, ასევე ვისაუბრებთ ხვალაც. ჩვენ მივუახლოვდით დონბასში ეკონომიკური ზონის საკითხის გადაჭრას. ჩვენ ამას გადავწყვეტთ, მაგრამ არსებობს ერთი ან ორი ძალიან რთული საკითხი.

„უკრაინელების 91% ომის დასრულების მომხრეა. რუსეთსაც სურს მისი დასრულება. ყველას სურს მისი დასრულება.“ – თქვა ტრამპმა.

სიახლეები

მასზე ადამიანურად გული მწყდება – კალაძე ღარიბაშვილზე

ივანიშვილის მერი, კახა კალაძე ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. კალაძე ამბობს, რომ...

რუსეთის შეტევა ერთდროულად რამდენიმე მიმართულებაზე ჩავარდა — ISW

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 4–5 სექტემბერს ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე შეტევითი ოპერაციები განაგრძეს, თუმცა ტერიტორიული წინსვლა...

პარტია “გირჩი” სახელს იცვლის – ახალი სახელი “თავისუფალი ხალხის პარტია” იქნება

პარტია გირჩი სახელს იცვლის - მათი განცხადებით, თავისუფალი ხალხის პარტია ერქმევათ. "ჩვენ ყოველთვის თავისუფალი ხალხის...

კობახიძე ღარიბაშვილზე- დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე

ერთადერთი კომენტარი, რაც ამ წერილებთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ ეს არის სასაცილო...