მთავარისიახლეებისამართალიმარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ - შსს

მარნეულში ორი პირი დავაკავეთ, ნარკოტიკი და იარაღი ამოვიღეთ – შსს

Published on

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის მარნეულის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით – 2 პირი: 1968 წელს დაბადებული, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ჯ.კ. და 1977 წელს დაბადებული რ.ხ. დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, მარნეულის მუნიციპალიტეტში მდებარე ბრალდებულების საცხოვრებელი სახლებისა და დამხმარე შენობა-ნაგებობების ჩხრეკის შედეგად 2,5 კილომდე ნარკოტიკული საშუალება გამომშრალი „მარიხუანა“ ამოიღეს.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯ-კ.-ს საცხოვრებელი სახლიდან ასევე ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი და ცეცხლსასროლი პისტოლეტი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

სიახლეები

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი...

ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს

ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე! მ/წლის 15 ივნისს იტალიის ქალაქ მონტესილვანოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული...