მთავარისიახლეებიზელენსკის თქმით, "უახლოეს მომავალში" პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება

ზელენსკის თქმით, “უახლოეს მომავალში” პრეზიდენტ ტრამპს შეხვდება

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 26 დეკემბერს დაწერა, რომ “უახლოეს მომავალში” აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრას აპირებს მას შემდეგ, რაც გამოცემა Kyiv Post-მა დაწერა, რომ მომდევნო დღეებში ზელენსკი ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, გამგზავრებას აპირებდა.

“რუსტემ უმეროვმა ამერიკულ მხარესთან მისი ბოლო კონტაქტების შესახებ მომახსენა. ჩვენ ერთ დღესაც კი არ ვკარგავთ. შევთანხმდით უმაღლეს დონეზე შეხვედრაზე – პრეზიდენტ ტრამპთან უახლოეს მომავალში. ბევრი რამის გადაწყვეტა შეიძლება ახალ წლამდე. დიდება უკრაინას!” – დაწერა ზელენსკიმ X-ზე.

მანამდე Kyiv Post წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ზელენსკისა და ტრამპს შორის შეხვედრა შესაძლოა, 28 დეკემბერსვე შედგეს.

ცნობისთვის, 25 დეკემბერს ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ტრამპის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, “ძალიან კარგი” სატელეფონო საუბარი გამართა.

“განხილვისას ხანგრძლივი მშვიდობისთვის კარგი იდეები გამოიკვეთა, რომელთა სისრულეში მოყვანაც საერთო შედეგის მისაღწევად გამოსადეგი იქნება” – დაწერა მან ტრამპის წარმომადგენლებთან საუბრის შემდეგ.

სიახლეები

ირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა

ირაკლი კობახიძემ გადაიფიქრა საქართველოში 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა - შესაბამისი განცხადება...

ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს

438 მომხრე 37 წინააღმდეგი - ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღეს, რომელიც მკაცრად გმობს ელენე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს

11 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების განგაში გამოაცხადეს. მარიონეტული რეჟიმის თავდაცვის სამინისტრომ უპილოტო საფრთხის რეჟიმი...

ფინანსური დავალიანების გამო ჩვენი სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა – TV პირველი

ტელეკომპანია პირველის განცხადებით, ფინანსური დავალიანების გამო, , 11 მარტს ტელევიზიის სატელიტური მაუწყებლობა გაითიშა. "ფინანსური დავალიანების...