მთავარისიახლეებიმსოფლიოფლორიდაში შეხვედრა დასრულდა, დელეგაციები სამშობლოში ბრუნდებიან

ფლორიდაში შეხვედრა დასრულდა, დელეგაციები სამშობლოში ბრუნდებიან

Published on

უკრაინული დელეგაციის ხელმძღვანელმა და უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, რუსტემ უმეროვმა და ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკფომა ფლორიდაში აშშ-უკრაინის მოლაპარაკებების შემდეგ განცხადებები გაავრცელეს, რომლის თანახმადაც მხარეებმა “პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართეს”.

განცხადების მიხედვით, ყურადღება შემდეგი ნაბიჯების ვადების განსაზღვრას, 20-პუნქტიანი გეგმის შემუშავებასა და უსაფრთხოების გარანტიების ჩარჩო ხელშეკრულებას დაეთმო. 

ამის შესახებ განცხადება უიტკოფმა და უმეროვმა X-ზე გამოაქვეყნეს. 

“ფლორიდაში გასული სამი დღის განმავლობაში უკრაინის დელეგაციამ ამერიკულ და ევროპულ მხარეებთან პროდუქტიული და კონსტრუქციული შეხვედრების სერია გამართა.

უკრაინულ დელეგაციაში შედიოდნენ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი და უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრიი ჰნატოვი.

ამერიკულ დელეგაციაში შედიოდნენ სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ჯარედ კუშნერი და თეთრი სახლის პერსონალის წარმომადგენელი, ჯოშ გრუენბაუმი.

უკრაინას, აშშ-სა და ევროპას შორის ერთობლივ სტრატეგიულ მიდგომაზე შესათანხმებლად დისკუსიაში ევროპის ქვეყნების ეროვნული უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მრჩევლებიც მონაწილეობდნენ. 

აშშ-უკრაინის ფორმატში ცალკეული კონსტრუქციული შეხვედრაც შედგა, რომელზეც ყურადღება ოთხ მთავარ დოკუმენტს დაეთმო: 20-პუნქტიანი გეგმის შემუშავების გაგრძელებას, უსაფრთხოების გარანტიების მრავალმხრიან ჩარჩო ხელშეკრულებაზე პოზიციების შეთანხმებას, აშშ-ს მხრიდან უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმებაზე პოზიციების შეთანხმებას და ეკონომიკური და კეთილდღეობის გეგმის შემუშავების გაგრძელებას. 

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ვადებისა და შემდეგი ნაბიჯების რიგითობის განსაზღვრას.

უკრაინა სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგულია.

ჩვენთვის საერთო პრიორიტეტია მკვლელობის შეჩერება, გარანტირებული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და უკრაინის აღდგენის, სტაბილურობისა და გრძელვადიანი კეთილდღეობის პირობების შექმნა. 

მშვიდობა უნდა იყოს არა მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტა, არამედ სტაბილური მომავლის ღირსეული საფუძველი.

უკრაინა დიდად აფასებს აშშ-ს ლიდერობასა და მხარდაჭერას, ასევე ამ მნიშვნელოვანი სამუშაოს მომდევნო ეტაპებზე პარტნიორებთან უწყვეტ მჭიდრო თანამშრომლობას”. – წერია განცხადებაში. 

სიახლეები

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...

კანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა კიევს...

რუსეთი რთულ დროში მუდამ საქართველოს გვერდით იდგა-ფარცხალაძე

რუსეთი მუდამ იყო საქართველოსთან ყველაზე რთულ დროში, როცა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. დღეს როგორც...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...