მთავარისიახლეებისამართალინუცუბიძეზე პირი დაჭრა, გაიქცა, მაგრამ ცხელ კვალზე დავაკავეთ - შსს

ნუცუბიძეზე პირი დაჭრა, გაიქცა, მაგრამ ცხელ კვალზე დავაკავეთ – შსს

Published on

შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი, ა.ლ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თბილისში, ნუცუბიძის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით  – 1991 წელს დაბადებული ლ.მ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი  მამაკაცი საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ა.ლ. ბრალდებულის სახით თბილისში  დააკავეს.”- წერია უწყების განცხადებაში. 

გამოძიება სისხლის სამართლის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. 

სიახლეები

რუსეთის დუმის არჩევნები 2026 წლის 20 სექტემბერს ჩატარდება

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც მეცხრე მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები 2026 წლის 20...

ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა! – რობერტ „მადიარ“ ბროვდი

"ლავრა საუკუნეებს გაუძლებს! მოსკოვი დაეცემა!... ბრაზის აფეთქებების ნაცვლად საწვავის აფეთქებები – პრაგმატული სასჯელი, ემოციებისა და ზედმეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ სამიტზე მივიდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი...

ზუგდიდელი ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე იასპარეზებს

ნიკოლოზ შამათავა მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე! მ/წლის 15 ივნისს იტალიის ქალაქ მონტესილვანოში სტარტს აიღებს მსოფლიოს ახალგაზრდული...