მთავარისიახლეებიპოლიტიკასხვა დროს კარგად დაგუგლულები მოდით - პარლამენტთან მისულ პოლიციელებს კანონში ცვლილებებს განუმარტავენ

სხვა დროს კარგად დაგუგლულები მოდით – პარლამენტთან მისულ პოლიციელებს კანონში ცვლილებებს განუმარტავენ

Published on

16 დეკემბერს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეები პოლიციამ და შსს-ს იურისტმა გააფრთხილა, რომ განცხადების შეტანის მიუხედავად, მათ პარლამენტის შენობის წინ, თუნდაც ტროტუარზე, აქციის გამართვის უფლება არ ჰქონდათ, რადგან შსს-სთვის ეს ადგილი მიუღებელია აქციის ჩასატარებლად. 
ამ, მისი თქმით, აბსურდულ ბრალდებას სამოქალაქო აქტივისტი მიხეილ ზაქარეიშვილი პასუხობს:
“რა შეიძლება ითქვას პარლამენტთან პოლიციის გუშინდელ მოვარდნაზე
აქამდე ვფიქრობდი, რომ ამ ხალხს კანონების წერა არ შეეძლო, ახლა კი დავრწუნდი, რომ არც კითხვა შეუძლიათ.
დავიწყოთ მისი უდიდებულესობა გოგა მემანიშვილით, რომელმაც განაცხადა, ჩვენ არ გვაწყობს ის ადგილი აქციისთვის, რომელიც გაფრთხილებაში წერიაო. საქმე ისაა, რომ გოგა მემანიშვილისთვის არც გვიკითხავს, რა აწყობს მას. მისი აზრი საერთოდ არაა მნიშვნელოვანი. ამ ახალ სამარცხვინო კანონსაც კი საერთოდ არ აინტერესებს, რა აწყობს გოგა მემანიშვილს. ეს ბიჭი ახალი კანონითაც იმად დარჩა, რაც ძველი კანონით იყო – მისი აზრი არავის აინტერესებს.
თუ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში (და არა გოგა მემანიშვილს) არ მოსწონდათ გაფრთხილებებში მითითებული ადგილი, ამისთვის მათ 3-დღიანი ვადა ჰქონდათ, რომელიც ხელიდან გაუშვეს და ახლა გვიანია მაგაზე საუბარი.
კიდევ ერთი კაცი ყოფილა მოსული პარლამენტთან, სავარაუდოდ საპატრულოს დეპარტამენტის იურისტი. მას ასეთი რაღაც წამოსცდა: “როცა განცხადებას შემოიტანთ, დაელოდეთ ნებართვას”. თქვე კაი ხალხო, თუ გინდოდათ, ჩაგეწერათ ამ კანონში ნებართვის შესახებ რამე და ჩვენც ფეხებზე დავიკიდებდით ამ თქვენს ნებართვას.
ახლა, სამწუხაროდ, ვერაფერს დავიკიდებთ ფეხებზე, რადგან კანონს უკვე კიდია ეგ თქვენი ნებართვა. ამ კანონითაც კი არანაირი ნებართვა აქციის ჩასატარებლად საჭირო არაა.
კანონში გვიწერია, რომ ჩვენ უნდა გაგაფრთხილოთ 5 დღით ადრე და არაფერსაც არ ველოდებით. თქვენ უფლება გაქვთ, 3 დღის ვადაში რამე დაგვიწუნოთ. თუ არ დაგვიწუნებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. ამ შემთხვევაში (16 დეკემბრის აქციაზე) მინიმუმ სამ სხვადასხვა ადამიანს ჰქონდა დამოუკიდებლად განცხადება შემოტანილი, სამივე შემთხვევაში 3-დღიანი ვადა გაშვებული გაქვთ, ჰოდა თქვენ თუ ვერ ერკვევით, ლადო კახაძესთან და ლაშა ტალახაძესთან მაინც გაიარეთ კონსულტაცია (მაგათ ხმა მისცეს ამ კანონს და კარგად იციან, რა წერია შიგნით).
მოკლედ რომ ვთქვა – სხვა დროს უკეთ დაგუგლულები მოდით ხოლმე. ან პირდაპირ დაჭერები და ცემა დაიწყეთ, ეს კანონებით ლაპარაკი არაა თქვენი ძლიერი მხარე…”, – წერს მიხეილ ზაქარეიშვილი. 

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...