მთავარისიახლეებიმსოფლიოავტრალიაში ანტისემიტური ტერაქტის მსხვერპლი, სულ მცირე, 11 ადამიანი გახდა

ავტრალიაში ანტისემიტური ტერაქტის მსხვერპლი, სულ მცირე, 11 ადამიანი გახდა

Published on

უახლესი ინფორმაციით, ავსტრალიის ქალაქ სიდნეიში ებრაული დღესასწაულის, ხანუქას ღონისძიებაზე მომხდარ ტერორისტულ თავდასხმას, სულ მცირე, 11 ადამიანი ემსხვერპლა, 29 ადამიანი კი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. თავდასხმის დროს ასევე მოკლულია ერთ-ერთი ტერორისტიც, მეორე კი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.

ახალი სამხრეთ უელსის შტატის პრემიერის, ქრის მინსის თქმით, გამოძიება დაიწყო და “მასობრივი” და “კომპლექსური” იქნება.

შტატის პოლიციის უფროსმა, მელ ლანიონმა თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოში, სულ მცირე, 29 ადამიანი არის გადაყვანილი, მათ შორის, 2 პოლიციელი, რომელთა მდგომარეობა მძიმეა.

ადგილობრივმა პოლიციამ ორი თავდამსხმელი დააკავა და მესამე თავდამსხმელის შესაძლო მონაწილეობას იკვლევს. სამართალდამცავებმა განაცხადეს, რომ თავდასხმა ტერაქტი იყო. მათივე ცნობით, ტერაქტის დროს ებრაულ ღონისძიებას 1 000-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა.

ლანიონმა ასევე თქვა, რომ ამჟამად პოლიციის ბომბების გამაუვნებელი დანაყოფი თავდასხმის ადგილთან ახლოს მანქანაზე მუშაობს, რომელშიც შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობები იყოს.

ავსტრალიის პრემიერმინისტრმა, ენტონი ალბანეზიმ, ტერაქტთან დაკავშირებით X-ზე განცხადება გაავრცელა და თავდასხმის კადრებს “შოკისმომგვრელი და შემაძრწუნებელი” უწოდა.

“ჩემი ფიქრები არის ყველა დაზარალებულ პირთან”. – თქვა ალბანეზიმ.

თავდასხმას ასევე გამოეხმაურა ისრაელის პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი. მან მიუსამძიმრა “სიდნიში ებრაელ დებსა და ძმებს, რომლებსაც საზიზღარი ტერორისტები თავს დაესხნენ, როდესაც მათ ხანუქას პირველი სანთელი უნდა აენთოთ”.

ჰერცოგმა ასევე აღნიშნა, რომ ისრაელმა ავსტრალიის მთავრობას ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მოქმედებისკენ არაერთხელ მოუწოდა.

“ავსტრალიის მთავრობას არაერთხელ მოვუწოდეთ, რომ იმოქმედონ და ებრძოლონ ანტისემიტიზმის უზარმაზარ ტალღას, რომლითაც ავსტრალიის საზოგადოება არის დაავადებული”. – წერს ჰერცოგი.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმე – მოსამართლემ ყველა ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებული პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა...

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება

ნიკა გვარამია ილჰამ ალიევის განცხადებას ეხმაურება და რუსთავის ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომ საქართველო...

სუს-ი ქსელური მარკეტებისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები რამდენიმე ქსელური მარკეტისა და სადისტრიბუციო კომპანიების სათავო ოფისებში შევიდნენ. სუს-ის თანამშრომლები...

“გარეთ რომ ვიყო “ოცნებას” 1 კვირაში დავასრულებდი, ერთადერთი შანსი ყველა პარტიის გაერთიანებაა”- სააკაშვილი

"მე რომ გარეთ ვიყო და თავისუფლად გადაადგილება შემეძლოს, ამათ დავასრულებდი ერთ საათში"- ამის...