მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოში ტერორისტული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვქონია და არც ისრაელისთვის გაგვიზიარებია -...

საქართველოში ტერორისტული თავდასხმის შესახებ ინფორმაცია არ გვქონია და არც ისრაელისთვის გაგვიზიარებია – სუს

Published on

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ.

აღნიშნულით სუს-ი გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს”.

უწყება მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ „საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“.

„არც საქართველოს და არც ისრაელის სპეცსამსახურებს არანაირი ინფორმაცია საქართველოში მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმების საფრთხის შესახებ არ ჰქონიათ და შესაბამისად, არც არავისთვის გაუზიარებიათ.

ჩვენ კავშირზე ვართ ისრაელის სპეცსამსახურის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გაკვირვება გამოთქვეს გავრცელებული არასწორი ინფორმაციის გამო.

ძალიან სამწუხარო და ნიშანდობლივია, რომ ასეთი ინფორმაცია ქართული მედიის ნაწილის მიერ ჩვენთან გადამოწმების გარეშე ვრცელდება.

კატეგორიულად მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ საქართველოსთვის დამაზიანებელი და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან“, – ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, გამოცემა Arutz Sheva-ს ინფორმაციით, პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს. გამოცემის ცნობით, ქნესეთმა უსაფრთხოების დირექტივა გასცა, რის შედეგადაც დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს. „ქნესეთის წევრების მიერ დაგეგმილი ნებისმიერი მოგზაურობის წინ ჩატარებული ვითარების შეფასების შემდეგ, ქნესეთის გვარდიამ დეპუტატებთან საუბარი გამართა. უსაფრთხოების მიზეზების გამო დამატებითი დეტალების შესახებ ვერ ვისაუბრებთ“, – განუცხადა გამოცემას ქნესეთმა.

შეგახსენებთ, გამოცემა Arutz Sheva ავრცელებდა ინფორმაციას, რომ პოტენციური ტერორისტული თავდასხმის შესახებ გაფრთხილების შემდეგ ისრაელის პარლამენტის წევრებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს.

გამოცემის ცნობით, ქნესეთმა უსაფრთხოების დირექტივა გასცა, რის შედეგადაც დეპუტატებმა საქართველოში შაბათ-კვირას დაგეგმილი „ისრაელის კვირეულის“ კონფერენციის ფარგლებში ვიზიტი გააუქმეს.

კონფერენცია, რომლის ორგანიზატორიც ისრაელ-საქართველოს სავაჭრო პალატაა, ხუთშაბათს დაიწყო. კონფერენციაში მონაწილეობას მერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ბიზნეს ლიდერები ღებულობენ.

სიახლეები

საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო – ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი

"ამ უსამშობლო სიმონიანს მინდა ვუთხრა! ჯერ არავის გაუგონია მეფე ერეკლე “накалeниe” მდგარიყო რომელიმე ქვეყნის...

კანადა უკრაინას საჰაერო თავდაცვისთვის $254-მილიონიან პაკეტს გადასცემს

კანადის პრემიერმინისტრმა მარკ კარნიმ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ კანადა კიევს...

რუსეთი რთულ დროში მუდამ საქართველოს გვერდით იდგა-ფარცხალაძე

რუსეთი მუდამ იყო საქართველოსთან ყველაზე რთულ დროში, როცა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების საკითხი იდგა. დღეს როგორც...

თბილისში არასრულწლოვანმა არასრულწლოვანი მოკლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით არასრულწლოვანი პირი დაკავეს. შემთხვევა დღეს,...