დონალდ ტრამპის განცხადების პასუხად ვოლოდიმირ ზელენსკი სრულ მზადყოფნას გამოთქცვამს ქვეყანაში არჩევნების ჩასატარებლად და აცხადებს, რომ პირადად აქვს ამის ნება:
„მე მზად ვარ არჩევნებისთვის, არჩევნების საკითხი უკრაინელ ხალხზეა დამოკიდებული”, – აცხადებს პრეზიდენტი. – “რადგან ეს საკითხი დღეს აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მიერ არის წამოჭრილი, ძალიან მოკლედ გიპასუხებთ: მე მზად ვარ არჩევნებისთვის.
უფრო მეტიც, ახლავე ვთხოვ აშშ-ს, ევროპელებთან ერთად, უზრუნველყონ არჩევნებისთვის უსაფრთხოება და შემდეგ, მომდევნო 60 დღის განმავლობაში, უკრაინა მზად იქნება არჩევნებისთვის, მე პირადად მაქვს ამის ნება.
ვითხოვ, რომ დეპუტატებმა მოამზადონ საკანონმდებლო წინადადებები საომარი მდგომარეობის დროს საკანონმდებლო ბაზისა და არჩევნების შესახებ კანონის შეცვლის შესაძლებლობის შესახებ”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.