მთავარისიახლეებიპუტინი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ნაწილს არ დათანხმდა

პუტინი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ნაწილს არ დათანხმდა

Published on

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ელჩებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთ-საათიანი შეხვედრა განპირობებული იყო მათ მიერ უკრაინისთვის წარდგენილი სამშვიდობო გეგმის სირთულეებით. შეხვედრაზე თითოეული პუნქტი დეტალურად განიხილეს, რუსეთი კი ზოგიერთ მათგანს არ დაეთანხმა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა India Today-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

მისი თქმით, მოსკოვს ამერიკელებთან შეხვედრამდე არანაირი ახალი ინიციატივა არ უნახავს – “სწორედ ამიტომ მოგვიწია ყველა პუნქტის განხილვა, რის გამოც ამდენ ხანს გაგრძელდა [შეხვედრა]” – განმარტა პუტინმა.

რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ არსებობდა საკითხები, რომლებზეც კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული.

ასეთი საკითხები არსებობდა და ჩვენ განვიხილეთ, მაგრამ ეს რთული სამუშაოა… სადღაც ვთქვით, რომ დიახ, შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ ამაზე ვერ შევთანხმდებით. ზუსტად ეს არის საუბრის ტონი,” – თქვა მან.

სიახლეები

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრი კირ სტარმერი გადადგა - მან რამდენიმე წუთის წინ დაუნინგ სთრითზე, პრემიერმინისტრის...

საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა

მარნეულში იმამ ალის მეჩეთში მუჰარამის თვესთან დაკავშირებით მორწმუნეების მიერ აიათოლა ალი ხამენეის პლაკატის წინაშე...

4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს 5-5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებულ 8 პირს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ...

თინა ბოკუჩავა განცხადებას ავრცელებს

მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი,...