მთავარისიახლეებითავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე- ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

თავისუფლების მოედანი BBC-ის გამოძიებაზე- ვემზადებით საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად

Published on

პარტია თავისუფლების მოედანი BBC-ის მიერ ჩატარებულ გამოძიებას ეხმაურება.

მათი შეფასებით, ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია და ასეთი რამ საქართველოში არ მომხდარა 1989 წლის 9 აპრილის შემდეგ. პარტიის ინფორმაციით, იწყებენ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად, რათა ქიმიური იარაღის გამოყენებაში მონაწილე ყველა პირმა პასუხი აგოს.

“ქიმიური იარაღის გამოყენება კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულია!

მსგავსი დანაშაული საქართველოს ისტორიაში გვახსოვს მხოლოდ 1989 წლის 9 აპრილს რუსების მხრიდან.

ჩვენ ვიწყებთ მზადებას საერთაშორისო გამოძიების უზრუნველსაყოფად და თანამშრომლობას ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ ძალასთან და ექსპერტთა ჯგუფთან. ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პასუხი აგოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში.

ყველა ის ადამიანი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ათი ათასობით მშვიდობიანი დემონასტრანტის წინააღდეგ ქიმიური იარაღის გამოყენაბაში, პასუხს აგებს ყველა შესაბამისი საერთაშორისო მექანიზმებით!

ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს ემატება ქიმიური იარაღის მჭიდროდ დასახლებულ ზონაში გამოყენება, სადაც არის სკოლა და ზიანი მიადგა არამხოლოდ დემონსტრანტებს, არამედ საფრთხე შეექმნა სკოლის მოსწავლეებს და იმ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს.

არცერთი დაზარალებული არ დარჩება უყურადღებოდ!

არცერთი ფაქტი არ ჩაიფარცხება!

და არცერთი გადაწყვეტილების მიმღები არ დარჩება დაუსჯელი!” – ნათქვამია თავისუფლების მოედნის განცხადებაში.

გამოცემა BBC მოპოვებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით წერს, რომ გასულ წელს ქართული ოცნების რეჟიმმა ანტისამთავრობო და პროევროპული საპროტესტო აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...