მთავარისიახლეებიმოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ალეკო ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ალეკო ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა

Published on

მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა ალეკო ელისაშვილი წინასწარ პატიმრობაში გაუშვა.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

ალეკო ელისაშვილისთვის უმკაცრესი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

“არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ადვოკატსაც უთხრა, რომ მარტო იმას ნანობს, რომ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ასევე სხვა მოქმედი საქმეცაა მასზე. მოწმებებზე ზემოქმედების საფრთხეცაა და მიმალვისაც” – განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა.

პროკურორის თქმით, ელისაშვილი “წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა”. რაც შეეხება აალებადი ნივთიერების გამოყენებას, ბრალდების მხარის განცხადებით, აღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა არ ჰქონია. ადვოკატმა ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

“მან განზრახ აირჩია შაბათი დილა, იმ მოტივით, რომ შიგნით არავინ ყოფილიყო და დაზიანებულიყო, რაც ზიანის მიყენების განზრახვას ეწინააღმდეგება, რაც ერთ-ერთი მთავარია ტერორიზმის დროს”. – განაცხადა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა დარბაზი შემდეგი სიტყვებით დატოვა: „ცეცხლი უსამართლობას“.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილი 29 ნოემბერს დააკავეს, მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-323-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

“ქართული ოცნება” BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აპირებს

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ „ბიბისის“, ცრუ მედიის წინააღმდეგ დავიწყოთ სამართლებრივი დავა საერთაშორისო სასამართლოებში, – ამის...

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

  მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ...

რა ხდება მოლაპარაკებებზე უკრაინასთან დაკავშირებით – ახალი დეტალები

-ოთო კონჯარია, ალფა სიხშირე- ამერიკელები უკრაინას აწვდიან რუსეთის ფედერაციის პოზიციას, რომელიც დონბასიდან უკრაინული ძალების სრულ...

“კამიტი” – პირველი მსოფლიო ომისდროინდელი ქიმიური იარაღი, რომელიც შსს-მ თბილისში გამოიყენა – BBC

გასულ წელს, თბილისში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩახშობის დროს, საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა „კამიტი“, ქიმიური საბრძოლო...