მთავარისიახლეებიელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

ელისაშვილი: ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია

Published on

 

მინდოდა ცეცხლი წამეკიდებინა უსამართლობისთვის, რეპრესიებისთვის და ძალადობისთვის. რისი ერთ-ერთი შემსრულებლები თქვენ ხართ. ბეჭედს არტყამთ უსამართლობას.

ახლაც სისულელეს მაბრალებთ – ტერორიზმს. ვინმეს მოკვლა რომ მდომებოდა, არცერთი მანდატური ცოცხალი არ იქნებოდა, იარაღს კარგად ვხმარობ. მე იქ არავის ვერჩოდი. ჩემს ცოლსა და ოჯახს ვუთხარი, რომ სათევზაოდ მივდიოდი. დიახ, წინასწარი გეგმა მქონდა, რომ უსამართლობა გამეპროტესტებინა.

ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ არანაირი დანაშაული არ ჩამიდენია. ყველასთვის შემოლაწუნება მინდოდა, რომ ამ ქვეყანაში დავრჩით ხალხი, ვისაც ქვეყნის ბედი და უსამართლობა აწუხებს. ისეთი მარშრუტი გამოვიარე, შეიძლება ტურებს ან ძაღლებს შევეჭამე, გაფორმებული იარაღი ამიტომ წამოვიღე. იარაღის გამოყენებას იქ არ ვაპირებდი, ჯაჯგურის დროს ამომივარდა.

მინდა, ჩემებს ბოდიში მოვუხადო. ირაკლი კუპრაძეც აქაა და ბოდიში, თუ თვლით, რომ საერთო საქმე დავაზიანე. ეს განზრახვა არ მქონია. უსამართლობისგან სული მეხუთება. ვინც გარეთ რჩებით, ბოლომდე მიაწექით.

– თქვა კოალიცია ლელო-ძლიერი საქართველოს წევრმა, ალეკო ელისაშვილმა სასამართლო სხდომაზე.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...