მთავარისიახლეებიმსოფლიოუმოქმედობის გამო ევროკავშირი საქართველოს უფრო სწრაფად კარგავს - სალომე ზურაბიშვილი

უმოქმედობის გამო ევროკავშირი საქართველოს უფრო სწრაფად კარგავს – სალომე ზურაბიშვილი

Published on

ევროკაშირი უმოქმედობით საქართველოს კიდევ უფრო სწრაფად კარგავს – სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს “ოცნების” წინააღმდეგ უფრო ხისტი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. განცხადება მეხუთე პრეზიდეტმა „FRANCE 24 English”- თან ინტერვიუში გააკეთა.

ხალხს სურს დაინახოს, რომ დასავლეთში მათი ესმით, მათი მხარდაჭერა არსებობს – ამბობს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი.

ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიასთან საქართველოში არსებულ რეპრესიებზე, პოლიტიკოსების, მედიის და მესამე სექტორის დევნაზე ისაუბრა. მეხუთე პრეზინტმა ილაპარაკა კრიზისიდან გამოსავლის გზებზე და თქვა, რომ ერთადერთი შანსი სამართლიანი არჩევნებია.

ფაქტობრივად არანაირი საპასუხო ზომები არ ყოფილა მიღებული ევროკავშირის მხრიდან ამ თითქმის 4 წლის განმავლობაში, როდესაც აქედან ვხედავთ მუდმივ თავდასხმებს ევროპელ და ამერიკელ ელჩებზე, ეს არის პირდაპირი თავდასხმები და საპასუხოდ რეაქცია არაა. ვხედავთ პირდაპირ შეტევას თავად ევროკავშირზე, რომ თითქოს გაერთიანებას სურდა საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა. ამ ყველაფერმა არ მოიტანა მყისიერი რეაგირება. რატომ? იმიტომ რომ, ვფიქრობ ევროპელებს ეშინიათ საქართველოს დაკარგვის, ამ დროს კი ამ ქმედებებით კიდევ უფრო სწრაფად კარგავენ.

ხალხს სურს დაინახოს, რომ დასავლეთში მათი ესმით, მათი მხარდაჭერა არსებობს. დღეს საქართველოში ტერორია, მაგრამ ხალხი მაინც აფრიალებს ევროკავშირის დროშებს. მე ოპტიმისტი ვარ და ვფიქრობ, ვნახავთ უკეთეს ევროპულ დღეებს საქართევლოში. ქვეყანაში არსებულ სიტუაციას მშვიდობიანი გზით შევცვლით – ეს არჩევნებია.

შემდეგ არჩევნებში ჩვენ გულუბრყვილოები აღარ ვიქნებით, ჩვენ არ შევებრძოლებით მათ ისე, როგორც ვებრძოდით ადრე, და, რა თქმა უნდა, მოვითხოვთ მეტ მხარდაჭერას პარტნიორებისგან, პროპაგანდასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე სხვადასხვა ინსტრუმენტების წინააღმდეგ, რომლითაც არჩევნების გაყალბებაა შესაძლებელი”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სიახლეები

უკრაინაში Starlink-ის მუშაობა აღდგა – მედია

უკრაინაში Starlink-ის სამხედრო ვერსიის - Starshield-ის მუშაობა აქტიურად განახლდა და ხარისხი კვლავ უმჯობესდება. ამის შესახებ...

ზელენსკის თქმით, უკრაინა რუსეთის ნავთობქარხნებზე იერიშებს განაახლებს

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევი რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე იერიშებს განაახლებს. ამის შესახებ მან...

აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმო პროცესი შეუჩერდათ

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. სურსათის...

25 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას იწყებს

ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს! საქართველო ივანიშვილის გარეშე! - 25 ოქტომბერს ოპოზიციის ალიანსი ერთობლივ კამპანიას...