მთავარისიახლეებისაზოგადოებაადვოკატმა მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

ადვოკატმა მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულთა ათი პირის პროცესი მიმდინარეობს, ადვოკატმა ბექა ბასილაიამ სასამართლოს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პოლიტიკოსების: მურთაზ ზოდელავას და პაატა მანჯგალაძის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა.

როგორც ადვოკატმა სხდომაზე განმარტა, არ არსებობს მისი დაცვის ქვეშ მყოფების პატიმრობაში დატოვების არანაირი საფუძვლები, თუმცა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა და აღნიშნა, რომ გირაოს ოდენობა სასამართლომ განსაზღვროს.

ამასთან, მან ისაუბრა პროკურატურის პოზიციაზე, რომლის თანახმად, თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, ბრალდებულების მხრიდან არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, არცერთი საფრთხე თეორიულადაც კი არ არსებობს.

„ბრალდების მხარემ მიმოიხილა მტკიცებულებები. მტკიცებულებების სანდოობის ნაწილში არ შევალ, მაგრამ ის მტკიცებულებები, რაც ბატონმა [პროკურორმა] ვაჟა თოდუამ მიმოიხილა, ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ ეს ადამიანები უნდა იყვნენ თუ არა პატიმრობაში. მიმალვის საფრთხეზე საუბრობენ და მიმალვის საფრთხე როგორ არსებობს როცა ადამიანები პირდაპირ ეთერში აიყვანეს. ისინი ინტერვიუს იძლეოდნენ და მათი მხრიდან რაიმე წინააღმდეგობას არ ჰქონია ადგილი. რაც შეეხება პაატა მანჯგალაძეს, ის უყურებდა ტელევიზორს, როცა შს მინისტრის მოადგილემ ბრალდებულთა ჩამონათვალი გააკეთა, ამ დროს მანჯგალაძე სახლში იყო.

რაც შეეხება გირაოს ნაწილს, არცერთის და არც მეორის მატერიალური მდგომარეობა უზღვავი არ არის, მაგრამ გონივრული ოდენობა სასამართლომ განსაზღვროს, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილებას სასამართლო არ იღებს”, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.

გადაწყვეტილების მიღების ნაწილში, მას მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ შენიშვნის სახით უთხრა, რომ „ნუ აყენებს სასამართლოს შეურაცხყოფას”.

რაზეც თავის მხრივ, ბექა ბასილაიამ ასე უპასუხა: „კი, ბატონი თქვენ მიიღეთ ეს გადაწყვეტილება გირაოსთან დაკავშირებით”.

ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.

ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

ჩვენთვის [საქართველოს] ფაილი დახურულია – გერმანიის ელჩი

ჩვენთვის ფაილი დახურულია - გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი ამბობს, რომ ევროკომისიის გაფართოების გერმანია...

[ვიტკოფი] რუსეთის ანაზღაურებადი აგენტია, მას როგორ უნდა ენდო? – კონგრესმენი დონ ბეიკონი

რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ მდგომი და უკრაინის, როგორც სუვერენული და დემოკრატიული სახელმწიფოს გამარჯვების მხარდამჭერი...

უმოქმედობის გამო ევროკავშირი საქართველოს უფრო სწრაფად კარგავს – სალომე ზურაბიშვილი

ევროკაშირი უმოქმედობით საქართველოს კიდევ უფრო სწრაფად კარგავს - სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელს "ოცნების" წინააღმდეგ უფრო...

დრისკოლს უკრაინის „დამარცხებაზე“ არ უსაუბრია – რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, მკვეთრად გააკრიტიკა NBC News-ის პუბლიკაცია იმის შესახებ, თითქოს აშშ-ის...