მთავარისიახლეებიზელენსკის თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ "28-პუნქტიანი გეგმა" შემცირებულია

ზელენსკის თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ “28-პუნქტიანი გეგმა” შემცირებულია

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ თქვა, რომ აშშ-ს “28-პუნქტიან გეგმაში” აღარ არსებობს იმდენი პუნქტი, რამდენიც თავდაპირველად იყო. ზელენსკიმ დაამატა, რომ ამის სანაცვლოდ სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში მრავალი “სწორი ელემენტის” გათვალისწინება მოხდა.

“ყველა ჩვენგანისთვის ჯერ ჯერ კიდევ სამუშაო რჩება, რათა მოხდეს დოკუმენტზე საბოლოოდ შეთანხმება და ჩვენ ყველაფერი ღირსებით უნდა გავაკეთოთ. ვაფასებთ, რომ მსოფლიოს უმეტესობა მზადაა ჩვენს დასახმარებლად და ამერიკული მხარე ამას კონსტრუქციულად უდგება.” – დაწერა მან.

ზელენსკის თქმით, სამშვიდობო შეთანხმებისკენ გადადგმული ეს ახალი ნაბიჯები “სწორ მიდგომას” წარმოადგენს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განმარტა, რომ “სენსიტიურ საკითხებს” პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან პირადად განიხილავს. “უკრაინა არასდროს იქნება დაბრკოლება მშვიდობის გზაზე,” თქვა მან.

ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, ეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის ძალისხმევის “ყველაზე პროდუქტიული” დღე იყო. მანვე მიუთითა, რომ მხარეებმა სამშვიდობო წინადადებაში პოტენციური სადავო პუნქტები განსაზღვრეს.

“ძალიან კარგი დღე გვქონდა. ვფიქრობ, უზარმაზარ პროგრესს მივაღწიეთ. […] დღეს აქ ერთი მიზნით მოვედით და ეს მიზანი იყო, რომ აგვეღო 28 თუ 26 პუნქტი, გააჩნია ვერსიას, რადგან დოკუმენტი ვითარდებოდა, და დაგვევიწროვებინა ისინი, რომლებიც გადაუჭრელია. ამას დღეს ძალიან მნიშვნელოვანი მასშტაბით მივაღწიეთ”. – თქვა რუბიომ.

მოლაპარაკებების შემდეგ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებმა ერთობლივი განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები “კონსტრუქციულად” შეაფასეს. მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ “განახლებული და დახვეწილი” დოკუმენტი შეიმუშავეს.

სიახლეები

ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ აქ ვართ- მომავლისთვის ბრძოლაში-28 ნოემბერსბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

28 ნოემბერს ერთი წელი ხდება, რაც გაყალბებული არჩევნებით მოსული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების...

TV პირველის ჟურნალისტი დაკავების დეტალებს იხსენებს და პოლიციას ამხელს

"აქ რა მინდა არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია"- ამის შესახებ პროფესიული მოვალეობის შესრულების...

პროკურატურა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს

სააპელაციო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა არ ეთანხმება ჯგუფური ძალადობის მუხლის...

შეთანხმების დეტალები ჯერაც დასაზუსტებელია – ტრამპის ადმინისტრაცია ჟენევის შეხვედრაზე

დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ ჟენევის სამშვიდობო მოლაპარაკებების ოფიციალური ანგარიში გაავრცელა—- სახელმწიფო მდივანი, რუბიო და არმიის მდივანი,...