მთავარისიახლეებიწილოსანი: 2008 წლის ომს სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში ჩვენი მიღება აქტუალური...

წილოსანი: 2008 წლის ომს სათავე დაუდო პოზიციამ, რომ NATO-ში ჩვენი მიღება აქტუალური იყო

Published on

ივანიშვილის წარმომადგენლის, ნინო წილოსანის თქმით, 2008 წლის ომს “გარკვეული სათავე დაუდო” NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო.

წილოსანის მტკიცებით, სწორედ ამ პოზიციამ “დააპროვოცირა რუსული აგრესია”.

“საქართველო-NATO-ს ურთიერთობაში ვისაც შემაშფოთებელი აქვს რაიმე საფუძველი, ეს არის საქართველო, რომელმაც რეალურად სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ იგრძნო ნატოს ქოლგა და მხარდაჭერა. დაწყებული თუნდაც 2008 წლის უმძიმესი ომის დღეებიდან, როდესაც ფაქტობრივად ამ პროცესებს გარკვეული სათავე დაუდო NATO-ს სამიტის ფარგლებში გაჟღერებულმა პოზიციამ, რომ საქართველოს NATO-ში მიღების პროცესი აქტუალური იყო, რამაც დააპროვოცირა ის რუსული აგრესია, რომლის შედეგადაც ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიას მიემატა სხვადასხვა სოფლები და ჩვენი მოქალაქეები და სამხედროები დაიღუპნენ. ამის ფონზე ჩვენ ვხედავთ, რომ მთელი ამდენი წლის მანძილზე საქართველო ღია კარში დგას და არც ნატოში უშვებენ და სამაგიეროდ, ასეთ უსამართლო განცხადებებს აკეთებენ”. – თქვა წილოსანმა.

ცნობისთვის, წილოსანმა აღნიშნული განცხადებით NATO-ს გენერალურ მდივანს, მარკ რუტეს უპასუხა.

“გულუბრყვილო არ ვარ იმის შესახებ, რაც საქართველოში ხდება: ჩვენ ძალიან შეწუხებულები ვართ და ქართველებს მკაფიოდ ვუთხარით ეს”. – თქვა რუტემ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში 24 ნოემბერს.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...