მთავარისიახლეებიაშშ და უკრაინა ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ-პესკოვი

აშშ და უკრაინა ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობენ-პესკოვი

Published on

კრემლის სპიკერის, დმიტრი პესკოვის თქმით, აშშ-სა და უკრაინას შორის ტრამპის შემუშავებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.

“უკრაინელებსა და ამერიკელებს შორის ტრამპის პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს” – ამბობს პესკოვი.

ცნობისთვის, 23 ნოემბერს ჟენევაში უკრაინისა და აშშ-ს დელეგაციებს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, რომელიც აშშ-ს 28-პუნქტიან სამშვიდობო წინადადებას ეხებოდა, მხარეებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც მოლაპარაკებები “კონსტრუქციულად” შეაფასეს.

მხარეებმა ასევე აღნიშნეს, რომ დისკუსიების შედეგად აშშ-მ და უკრაინამ “განახლებული და დახვეწილი” დოკუმენტი შეიმუშავეს.

ამასთან, მათი განცხადებით, მხარეები ერთობლივი წინადადების შედგენაზე მუშაობას აგრძელებენ, ხოლო სამუშაო ჩარჩოს ფარგლებში საბოლოო გადაწყვეტილებას უკრაინისა და აშშ-ს პრეზიდენტები მიიღებენ.

სიახლეები

ზელენსკის თქმით, ჟენევაში მოლაპარაკებების შემდეგ “28-პუნქტიანი გეგმა” შემცირებულია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟენევაში აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის გამართული სამშვიდობო მოლაპარაკებების შემდეგ...

ერთი წლის შემდეგ ჩვენ ისევ აქ ვართ- მომავლისთვის ბრძოლაში-28 ნოემბერსბერს ზუგდიდში აქცია გაიმართება

28 ნოემბერს ერთი წელი ხდება, რაც გაყალბებული არჩევნებით მოსული მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის კონსტიტუციური წყობილების...

TV პირველის ჟურნალისტი დაკავების დეტალებს იხსენებს და პოლიციას ამხელს

"აქ რა მინდა არ ვიცი, არანაირი სამართალდარღვევა არ ჩამიდენია"- ამის შესახებ პროფესიული მოვალეობის შესრულების...

პროკურატურა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს

სააპელაციო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს. პროკურატურა არ ეთანხმება ჯგუფური ძალადობის მუხლის...