მთავარისიახლეებიპროკურატურა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს

პროკურატურა აქციების დროს დაკავებული 8 პირის სასჯელის დამძიმებას მოითხოვს

Published on

სააპელაციო სასამართლოში აქციების დროს დაკავებული 8 პირის პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურა არ ეთანხმება ჯგუფური ძალადობის მუხლის გადაკვალიფიცირებას ჯგუფური მოქმედების მუხლზე და კვალიფიკაციის შეცვლას მოითხოვს.

პროკურორის, ვაჟა თოდუას თქმით, ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებების ერთობლიობა და “არაერთი მტკიცებულება ადასტურებდა” ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობის ფაქტს.

8 პირის საქმე: რეჟიმმა სამ ბრალდებულს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, ხუთს – 2 წლით
აქციების დროს დაკავებული 8 პირის საქმეზე განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა 2 სექტემბერს გამოიტანა – ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს 2 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს და ინსაფ ალიევს კი 2 წლით.

მჭედლიშვილმა ბრალდების მუხლები გადააკვალიფიცირა და განაჩენი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის საფუძველზე გამოიტანა – ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა.

პროკურატურა სამ ბრალდებულს, ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებოდა – მუხლი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხუთს კი – ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გორგაძეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, რაც 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...