ძალადობა 21 წლის ქალზე – სასამართლომ ქმარს, დათა პაპავას და მამამთილს, კობა პაპავა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე ბებიამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ორივე დაკავებულს ბრალი სისტემატური ცემის და სხვაგვარი ძალადობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სამ წლამდე პატიმრობით ისჯება.
“პირველების” ინფორმაციით, დათა პაპავა და კობა პაპავა ბრალს აღიარებენ.
თამარ ბულია ამბობს რომ მისმა ქმარმა და მეუღლის მამამ, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სცემეს.
ახალგაზრდა ქალს დაზიანებების კვალი ეტყობა. ქალი ამბობს, რომ ქმრის ოჯახმა თბილისიდან ზუგდიდში მოტყუებით ჩაიყვანა და შვილის წართმევით ემუქრებოდნენ.