მთავარისიახლეებისაზოგადოებაNBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

NBC News: ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო გეგმას მხარი დაუჭირა

Published on

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მხარი დაუჭირა რუსეთ-უკრაინას შორის ომის დასრულების მიზნით შემუშავებულ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას.

ინფორმაციას NBC News აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, გეგმა ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევსა და უკრაინელ ოფიციალურ პირებთან ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფარულად შეიმუშავეს.

გამოცემის წყაროს თანახმად, აშშ-ის მხრიდან გეგმაზე პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი, ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი მუშაობდნენ.

მაღალჩინოსნის თქმით, შემუშავებული გეგმა ფოკუსირებულია ორივე მხარის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე.

“გეგმა მოიცავს იმას, რაც უკრაინას სურს და გრძელვადიანი მშვიდობისთვის სჭირდება” – ამბობს ის. ოფიციალურმა პირმა NBC-სთან გეგმის დეტალებზე არ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მხარეებთან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ საჭიროა.

გამოცემის თანახმად, სამშვიდობო შეთანხმების ჩარჩო უკრაინულ მხარეს უნდა წარუდგინონ და პროექტის შესახებ საბოლოო შეთანხმების ვადა უკრაინაში პენტაგონის დელეგაციის ვიზიტს ემთხვევა.

გეგმის შესახებ ინფორმაცია პირველად Axios-მა გაავრცელა.

გამოცემის ცნობით, დოკუმენტი 28 პუნქტისგან შედგება და ოთხ ნაწილად იყოფა: საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა, უსაფრთხოების გარანტიები, ევროპის უსაფრთხოება და აშშ-ის მომავალი ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინასთან. წყაროების თქმით, იდეა შთაგონებულია ტრამპის ახლო აღმოსავლეთში განხორციელებული სამშვიდობო ინიციატივებით.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...