თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოქალაქო აქტივისტის, ბაჩო კუციას პროცესი მიმდინარეობს. მას სახელმწიფო ბრალდება გზის გადაკეტვას ედავება.
ბრალდებული საკუთარ პროცესს არ ესწრება.
ბაჩო კუციამ სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე პერფორმანსი ჩაატარა და შესასვლელთან სისხლის სამართლის კოდექსი დაწვა.
უშვებენ ადამიანებს ციხეში გამოგონილი, არარსებული დანაშაულებისთვის. სისხლის სამართლის წესით ასამართლებენ გზაზე გადასვლისთვის, ბანერზე მიწერისთვის, ამიტომ მოვიტანე სისხლის სამართლის კოდექსი და ასეთი პატარა პერფორმანსით, ეს იქნება სიმბოლური აუტოდაფე, ამ ძალადობრივი რეჟიმის,” – თქვა ბაჩო კუციამ.