მთავარისიახლეებისაზოგადოებაბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

Published on

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლემ ირაკლი ოქრუაშვილს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ცნობილია, რომ მუხლს ამნისტია შეეხო, საბოლოოდ კი შს ყოფილ მინისტრს, სასჯელის ზომად 4 წელი და 5 თვე განესაზღვრა.

საქმეზე გამართლდა ზურაბ ადეიშვილი. ადეიშვილს და ოქრუაშვილს ბრალი წარდგენილი ჰქონდათ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე.

“ირაკლი ოქრიაშვილის ბრალდება დადასტურდა სრულად. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2004 წლის 23 ნოემბერს სწორედ იმჟამინდელმა შს მინისტრმა გასცა დავალება, რომ შსს-ს მაღალჩინოსნებს გაეყალბებინათ სისხლის სამართლის საქმე, იარაღები ჩაედოთ უდანაშაულო ადამიანებისთვის და ბუტა რობაქიძე და მისი 5 მეგობარი გამოეცხადებინათ, როგორც შეიარაღებული ჯგუფი, რომლებიც თავს დაესხა პოლიციას და, გაწეული წინააღმდეგობის შედეგად, მოხდა ბუტა რობაქიძის ლიკვიდაცია.

ჩვენ უკვე საკმარისი მტკიცებულებებით დავადასტურეთ, რომ ფაქტები იყო სრულად გაყალბებული. ბრალდება ჰქონდა წარდგენილი იმჟამინდელ გენერალურ პროკურორს, რომელსაც ბრალდების მხარე ედავებოდა იმას, რომ ფალსიფიცირებული გამოძიება არ წარმართა სამართლებრივად სწორად. მეორე ბრალდებული ზურაბ ადეიშვილი წარდგენილ ბრალდებაში გამართლდა სრულად. სასამართკლომ განმარტა, რომ საქმეში არასაკმარისი მტკიცებულებები იყო წარმოდგენილი,”- აცხადებს პროკურორი ლაშა კოტრიკაძე.

სიახლეები

რეზო კიკნაძე-ისეთია ხალხია ციხეში, თავს დამნაშავედ ჩავთვლი, გარეთ რომ ვიყოთ ჩვენ

რეზო კიკნაძემ სინდისის პატიმრების მშობლებს დაურეკა, რომლებიც დილიდან გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან იმყოფებიან და ყაველაშვილის...

მეუფე იაკობი “ოცნებას” მოუწოდებს, დაიწყოს შერიგების პროცესი ეკლესიის შუამავლობით

ბოდბელმა მიტროპოლიტმა წმინდა სტეფანე ხირსელის სახელობის მამათა მონასტერში ქადაგებისას ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა. მეუფე...

იტალიამ რუსეთიდან გამოსული გემი დააკავა, რომელმაც, სავარაუდოდ, სანქციების რეჟიმი დაარღვია

იტალიის ფინანსურმა პოლიციამ 17 იანვარს შავი ზღვის რუსული ტერიტორიული წყლებიდან ბრინდიზის პორტში შესული გემი...

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ნათლისღების დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა და წყალკურთხევის...