მთავარისიახლეები1 იანვრიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზი კოლოფზე 85 თეთრით გაიზრდება

1 იანვრიდან იმპორტულ სიგარეტზე აქციზი კოლოფზე 85 თეთრით გაიზრდება

Published on

2026 წლის 1 იანვრიდან, ქართული ოცნება იმპორტულ სიგარეტზე აქციზის ფასს კოლოფზე 85 თეთრით, 2.75 ლარამდე ზრდის – საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორები ივანიშვილის დეპუტატები: შოთა ბერეკაშვილი, გიორგი ბარვენაშვილი, ლევან მაჭავარიანი, თორნიკე ბერეკაშვილი არიან.

ოცნება კანონპროექტს დაჩქარებული წესით განიხილავს.

“კანონპროექტის მიზანია ადგილობრივი წარმოების დაცვა და სექტორში კონკურენტუნარიანობის ზრდა. აღნიშნულის მისაღწევად კი საჭიროა ადგილობრივი წარმოების სიგარეტებზე (2402 20 კოდით აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის სახეობაზე, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე) აქციზის განაკვეთის შემცირება. გარდა ამისა, ფისკალური და საზოგადოებრივი მიზნების მიღწევისთვის მნიშვნელოვანია 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტების და იმპორტირებული სიგარეტების აქციზის განაკვეთის ცვლილებაც” – წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, ადგილობრივი წარმოების თამბაქოზე აქციზის გადასახადი მცირდება და 1.9 ლარის ნაცვლად, 1.3 ლარით განისაზღვრება. დოკუმენტის მიხედვით, ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმზე შეღავათი პირველ 35 მილიონ კოლოფზე გავრცელდება, რის შემდეგაც სტანდარტული ტარიფი იქნება.

კანონპროექტით ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის
პირველ ნაწილში, კერძოდ:

2402 20 კოდში მითითებული ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე დაიბეგრება 20 ღერზე 1.3 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით; 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების სიგარეტები, თამბაქოს შემცველობით, ასევე იმპორტირებული სიგარეტები დაიბეგრება 20 ღერზე 2.75 ლარის ოდენობის აქციზის განაკვეთით.
2402 20 კოდში მითითებული ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფამდე/შეფუთვამდე ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188- ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 15 პროცენტის ჯამი. ხოლო ყოველწლიურად 35 მილიონ კოლოფზე/შეფუთვაზე მეტი ადგილობრივი წარმოების ფილტრიანი სიგარეტებისათვის/უფილტრო სიგარეტებისათვის, თამბაქოს შემცველობით, 20 ღერზე აქციზის განაკვეთი იქნება 188-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის განაკვეთისა და ამ საქონლის საცალო სარეალიზაციო ფასის 20 პროცენტის ჯამი.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...