მთავარისიახლეებიმსოფლიოტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

ტრამპის ადმინისტრაცია მკაცრ სანქციებს ჰპირდება ქვეყნებს, რომლებიც რუსეთთან ვაჭრობას გააგრძელებენ

Published on

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ რესპუბლიკელები ამზადებენ კანონპროექტს, რომელიც მკაცრ სანქციებს დაუწესებს ნებისმიერ ქვეყანას, ვინც რუსეთთან ბიზნესს აგრძელებს. ამის შესახებ Bloomberg-ი წერს.

ტრამპის თქმით, სენატის წინადადება მისთვის მისაღებია, რაც მიუთითებს, რომ ის მხარს დაუჭერს მცდელობებს, რომლებიც მიზნად ისახავს მოსკოვის დაფინანსების შეჩერებას. პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ამ სიაში შეიძლება ირანიც შევიდეს.

„რესპუბლიკელები“ წარმოადგენენ კანონპროექტს, რომელიც ძალიან მკაცრ სანქციებს აწესებს რუსეთთან საქმიანი ურთიერთობების მქონე ნებისმიერი ქვეყნისთვის“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჯონ ტიუნმა ადრე თქვა, რომ მზად არის კენჭისყრაზე გაიტანოს ის კანონპროექტი, რომელსაც ლინდსი გრემი დიდი ხანია ამზადებს.

კანონპროექტი ტრამპს უფლებას მისცემს, რუსეთის ენერგომატარებლებს მყიდველი ქვეყნების იმპორტზე 500%-მდე ტარიფი დააწესოს. ყველაზე მეტად ეს შეხებს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი.

სიახლეები

ომბუდსმენმა ბაჩო ახალაიას ცოლის განცხადების შესწავლა დაიწყო

სახალხო დამცველის აპარატმა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლის, ანი ნადარეიშვილის განცხადების შესწავლა დაიწყო. სახალხო...

Bloomberg – პარიზის შეხვედრაზე უკრაინაში აშშ-ის ჯარების შესაძლო განლაგებაზე იმსჯელებენ

ევროპელი ლიდერები და ამერიკელი ოფიციალური პირები მიზნად ისახავენ უსაფრთხოების გარანტიებზე შეთანხმების დასრულებას, რაც მოიცავს...

ზუგდიდში სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადეს

ზუგდიდში კაცმა სუპერმარკეტის დაყაჩაღება სცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და ადგილიდან მიიმალა |...

მოკლული გიგა ავალიანის ოჯახი დღეს პროკურატურასთან აქციას აანონსებს

ულტიმატუმის ვადა ამოიწურა - მოკლული გიგა ავალიანის ოჯახს ოპასუხი არ მიუღია. მოკლული მასწავლებლის დედა...