მთავარისიახლეებისაია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა

Published on

საია-მ მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გაგზავნა. ამის შესახებ იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადეს.

ორგანიზაციის თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის თქმით, ახალი საჩივარი ეხება ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავებასა და დაჯარიმებას.

საია-მ მზია ამაღლობელის სახელით, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში კიდევ ერთი საჩივარი გააგზავნა. ამჯერად, ეს საქმე იმ ადმინისტრაციულ პროცედურებს ეხება, რომელიც ამაღლობელის მიმართ სრულიად უკანონოდ გამოიყენეს […] 2 ადმინისტრაციულ საქმეზე მზია ამაღლობელის დაჯარიმება და მათ შორის, ადმინისტრაციული წესით გამოყენებული დაკავება წინააღმდეგობაში მოდის როგორც საქართველოს კანონმდებლობასთან, ასევე არღვევს კონვენციით გარანტირებულ უფლებებს.

სწორედ ამიტომ, ახალ საჩივარში მივუთითეთ, რომ ამ ქმედებებითა და პროცესში გამოვლენილი დარღვევებით სახეზეა კონვენციის უფლებების დარღვევის ისეთი მასშტაბები, რომელიც მე-5 მუხლთანაა დაკავშირებული — ეს არის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება. ასევე, დაკავშირებულია სამართლიანი სასამართლოს, გამოხატვის თავისუფლებისა და შეკრების უფლებებთან. გარდა ამისა, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლებაც. ამ მუხლების ფარგლებში, ჩვენ ვდავობთ, რომ მზია ამაღლობელის ადმინისტრაციული წესით დაკავება სრულიად უსაფუძვლო იყო, – განაცხადა ნონა ქურდოვანიძემ.

სიახლეები

პროკურატურა ადასტურებს, რომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს

პროკურატურა ადასტურებს, რომ ავალიანის მკვლელობის საქმეში ყოფილი მაღალჩინოსნის შვილი ფიგურირებს. საქმის პროკურორის თქმით, გიორგი მალანია,...

ცაჰკნა: დღეს საუბარია არა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, არამედ საქართველოში დემოკრატიის გადარჩენაზე

საქართველოში მიმდინარე პროცესები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს, - ამის შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარგუს...

საქართველოს მთავრობა სწორი მიმართულებით ნამდვილად არ მიდის – კაია კალასი

განვიხილავთ საქართველოს საკითხს. რა თქმა უნდა, სიტუაცია უფრო და უფრო სერიოზული ხდება, - ამის...

ჩვენ მათთან არაფერი სალაპარაკო არ გვაქვს – პაპუაშვილი “ლელოზე”

“ლელო ძლიერ საქართველოს“ ინიციტივას ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის მოლაპარაკებების დაწყებასწთან დაკავშირებით “ოცნება“ უარით...