მთავარისიახლეებისაზოგადოებაკაცი ქუჩაში ცუდად გახდა და დაეცა, პულსი არ აღენიშნებოდა - ბრიგადა, რომელმაც...

კაცი ქუჩაში ცუდად გახდა და დაეცა, პულსი არ აღენიშნებოდა – ბრიგადა, რომელმაც ის გადაარჩინა

Published on

თბილისის სასწარფო დახმარების ბრიგადამ, გადაარჩინა კაცის სიცოცხლე, რომელიც ქუჩაში ცუდად გახდა და ექიმების მისვლის მომენტში პულსი და სუნთქვა არ აღენიშნებოდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გვერდი “შენი სიცოხლის გადასარჩენად”  წერს.

“თბილისის 1-ლი რაიონული სამსახურის 0139 ბრიგადამ ქუჩის გამოძახება ლოზუნგით – “უგონო” მიიღო.

ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას ქუჩაში შუა ხნის მამაკაცი უგონო მდგომარეობაში დახვდათ.

ადგილზე მყოფების გადმოცემით მამაკაცი ქუჩაში გადაადგილდებოდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და დაეცა. პაციენტს არ აღენიშნებოდა პულსი და სუნთქვა.

ბრიგადის წევრებმა დაუყოვნებივ დაიწყეს პროტოკოლით გათვალისწინებეული რეანიმაციული ღონისძიებების გატარება. მონიტორზე დაფიქსირდა პულსგარეშე ელექტრული აქტივობა. უწყვეტად ტარდებოდა გულ-ფილტვის რეანიმაცია, რის შედეგაც წამოვიდა პულსი. ექიმმა დაუყოვნებლივ დაიწყო ჰოსპიტალიზაციის პროცესი. გზაში მამაკაცის გული ისევ გაჩერდა, მონიტორზე დაფიქსირდა პარკუჭოვანი ფიბრილაცია, სამედიცინო ბრიგადის წევრებს დასჭირდათ ელექტროშოკის და ადრენალინის გამოყენება. ფორს-მაჟორულ სიტუაციაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ პაციენტი სტაბილური სასიცოცხლო პარამეტრებით უახლოეს კლინიკაში შეიყვანა.

ამჟამად პაციენტი თავს კარგად გრძნობს და კლინიკაში განაგრძობს მკურნალობას.
#გვეამაყება
ექიმი ნინო ქუფარაშვილი
უმცროსი ექიმი მანანა მაღრაძე
მძღოლი არჩილ კვეზერელი”, – წერს გვერდი “შენი სიცოცხლის გადასარჩენად”.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...