მთავარისიახლეებისაზოგადოებაიზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა კი არაფერი იყო! - სალომე...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

Published on

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

ემიგრანტებს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა უცხოეთიდან აღარ შეეძლებათ
მისივე თქმით, რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები მიმდინარეობს.

„უარი ბოლონიის პროცესზე! უარი „ერაზმუსის“ პროგრამებზე: “სტუდენტებმა აქ ისწავლონ“.

უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე – “აქ დაბრუნდნენ და ხმა აქ მისცენ“.

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! რეპრესიები, ტერორი, ელიტარული პრივილეგიები და დუმილი!

სსრკ სხვა კი არაფერი იყო“,- წერს ზურაბიშვილი.

სიახლეები

ევროკავშირში “ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტაბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო

ევროკავშირში "ქართული ოცნების" მაღალჩინოსნებისთვის ფართომასშტბიანი შეზღუდვების დაწესების პროცესი დაიწყო. ინფორმაციას ბრიუსელი ადასტურებს. ევროკომისიამ უვიზო რეჟიმის...

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკავშირი მეტი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაჯვარედინზე დგას, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ...

პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი – TI

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ინფორმაციით, პარლამენტის 41 დეპუტატს ბიზნესთან აქვს კავშირი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“...

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა- მარკ რუტე

ახლა მთავარი საკითხი გრენლანდია კი არა, უკრაინაა, მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ ახლა, ხვალ და...