მთავარისიახლეებიმსოფლიოMEGOBARI ACT - 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

MEGOBARI ACT – 380 მეტრიანი გზავნილი ანაკლიიდან ვაშინგტონში

Published on

სამოქალაქო აქტივისტებმა როსტო ზარანდიამ და ნოდარ სიხარულიძემ ანაკლიაში მდებარე საძოვარზე 380 მეტრიანი გეოგლიფი დაამზადეს, საიდანაც იკითხება წარწერა: “მეგობარი აქტი”.

თითოეული სიმბოლოს სიმაღლე დაახლოებით 50 მეტრია, ხოლო მთლიანი გამოსახულების შექმნაზე აქტივისტებმა დაახლოებით 15 დღე იმუშავეს.

„მეგობარი აქტის” მნიშვნელობის ხაზგასასმელად გადავწყვიტეთ, რომ ასეთი მასშტაბური ყოფილიყო გეოგლიფიც“ – ამბობს როსტო ზარანდია, აქტივისტი და არტისტი ზუგდიდიდან.

„მთავარი მიზანი იყო, გვეჩვენებინა, რომ ამ ბინძურ საინფორმაციო კამპანიაში, სადაც ანტიდასავლური რიტორიკა ჭარბობს, არ იკარგება ხალხის რეალური განწყობები, ჩანდეს ჩვენი რეალური სიმართლე და თანაც გვინდოდა ეს გაგვეკეთებინა ისე, რომ ყოფილიყო მასშტაბური და კარგად დასანახი”  – განმარტავს აქტივისტი ნოდო სიხარულიძე.

როსტო ზარანდია განმარტავს, რომ წარწერა ანაკლიის სანაპიროდან დაახლოებით 13 კილომეტრში, ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორიასთან ახლოს მდებარეობს. ავტორების თქმით, ეს ადგილი მისი სიმბოლური მნიშვნელობის გამო შეირჩა.

„ადგილს რაც შეეხება, ესეც გარკვეულად სიმბოლურია, იმიტომ, რომ ქართულ-ამერიკული ამბიციები და კარგი გეგმები ჩაიშალა ანაკლიაში და ამ დამთხვევით, კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს იმას, რომ ჩვენი მიზანია ძველებურზე უფრო კარგი ურთიერთობისა და პარტნიორობის დამყარება აშშ-სთან“ – ამბობს ნოდო სიხარულიძე.

გამოსახულება საძოვარზე გაკეთდა. გეოგლიფს დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებში, ხოლო მოგვიანებით კონგრესმენმა ჯო უილსონმა, რომელიც “მეგობარი აქტის” ავტორია, თავის პერსონალურ გვერდზეც გააზიარა გეოგლიფი, შესაბამისი კომენტარით:

 

სიახლეები

საგარეო საქმეთა სამინისტრო ყულევის ქარხნის EU-ს სანქციების სიაში მოხვედრაზე წუხილს გამოთქვამს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის...

ზელენსკი მომავალ კვირას აშშ-ში ტრამპს შეხვდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირას, 28 ივლისს, აშშ-ს ეწვევა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში...

თუ რამდენიმე დღეში შედეგი არ გვექნება, ისევ ხალხს უნდა მოგმართოთ დასახმარებლად – დიუშენით დაავადებული ბავშვის მშობელი

დიუშენის სინდრომით დაავადებული ბავშვის მშობელი, კახა წიქარიშვილი მოლაპარაკებების პროცესში წარმოქმნილ დაბრკოლებაზე წერს და ამბობს,...

საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის

  საქართველოს ბანკის ტერმინალი სალარო აპარატის ფუნქციით 0% საკომისიო საბარათე გადახდებზე მიკრო და მცირე ბიზნესისთვის საქართველოს ბანკი,...