მთავარისიახლეებიBloomberg- ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება დაიწყო

Bloomberg- ზელენსკის თქმით, უკრაინამ აშშ-სთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება დაიწყო

Published on

Bloomberg-ის მიხედვით, 12 ნოემბერს ჩაწერილ ინტერვიუში, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინამ აშშ-სთან ერთად ჰაერსაწინააღმდეგო რაკეტების წარმოება დაიწყო.

“ეს არის ამერიკულ-უკრაინული წარმოება. იმედი მაქვს, მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება”– Bloomberg ციტირებს უკრაინის პრეზიდენტს.

მანამდე, 9 ნოემბერს ზელენსკიმ გამოცემა The Guardian-თან ინტერვიუში თქვა, რომ უკრაინას ამერიკული კომპანიებისთვის 27 ერთეული Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემის შეკვეთა სურს და მანამდე აპირებს, რომ ეს სისტემები ევროპელი მოკავშირეებისგან ისესხოს.

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთმა უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე დარტყმები გააძლიერა. 8 ნოემბერს რუსეთის იერიშების შედეგად დროებით მწყობრიდან იყო გამოსული სახელმწიფო ენერგოკომპანია “ცენტრენერგოს” მიერ მართული ყველა თბოელექტროსადგური.

ზელენსკის თქმით, ამ რთული ვითარების გამო, უკრაინის მოკავშირეებმა ქვეყნის მხარდაჭერა უფრო აქტიურად უნდა გააგრძელონ. “ეს არასდროს არის საკმარისი. საკმარისი იქნება მაშინ, როცა ომი დასრულდება, როცა პუტინი მიხვდება, რომ უნდა შეწყვიტოს ეს ყველაფერი,” აღნიშნა მან.

ზელენსკიმ აგრეთვე თქვა, რომ ვაშინგტონში მისი ოქტომბრის ვიზიტი წარმატებული იყო და რომ მას აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან კარგი ურთიერთობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ “მსოფლიოში ტრამპის ბევრს ეშინია”.

სიახლეები

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია 7 დღით პატიმრობაში გაუშვა

სასამართლომ ზუგდიდელი აქტივისტი, შალვა ესართია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 7 დღით პატიმრობაში გაუშვა. გადაწყვეტილება...

სუს-ში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით ვახტანგ გომელაური გამოიკითხა

შსს-ს ყოფილი მინისტრი, ვახტანგ გომელაური სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში BBC-ის გამოძიებასთან დაკავშირებით გამოიკითხა ცნობისთვის, 2025 წლის...

რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შევუჩერეთ – სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, რძის შემცველი პროდუქტების საწარმოს საქმიანობა შეუჩერეს. "სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის დეპარტამენტის...

მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავა – მათ საქართველოდან გააძევებენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს - მათ...