მთავარისიახლეებიმსოფლიოტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში 200-მდე ადამიანი დაიღუპა

Published on

ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად ფილიპინებში სულ მცირე 188 ადამიანი დაიღუპა, ვიეტნამში კი – 5, – ინფორმაციას BBC-ი ორი ქვეყნის მთავრობების ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შტორმი ღამით ვიეტნამს დაატყდა თავს, რის შედეგადაც ცენტრალური სანაპიროს გასწვრივ მდებარე ქალაქები მნიშვნელოვნად დაზარალა.

ძლიერმა ქარმა ხეები ძირფესვიანად მოგლიჯა, შენობებს სახურავები გადახადა და ფანჯრები ჩაამსხვრია. ათასობით ადამიანმა თავი სკოლებსა და სხვა საჯარო შენობებს შეაფარა. ზარალის აღმოსაფხვრელად ქვეყნის ხელისუფლებამ არმია ჩართო.

კვირის დასაწყისში იმავე შტორმმა ფილიპინების ზოგიერთი ნაწილი გაანადგურა. ამ დროისთვის დადასტურებულია 188 ადამიანის დაღუპვა, 135 ადამიანი კი დაკარგულად ითვლება.

ფილიპინების მთავრობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით კატასტროფის მდგომარეობა გამოაცხადა, რადგან წყნარ ოკეანეში მოახლოებული კიდევ ერთი ტაიფუნისთვის ემზადება.

შტორმი ამ დროისთვის დასავლეთისკენ, კამბოჯისა და ლაოსისკენ მიემართება.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...