მთავარისიახლეებიმსოფლიოევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში - სიბიგა

ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბალი შედეგების მიზეზი თბილისშია და არა კიევში – სიბიგა

Published on

ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა X-ზე წერს.

„ქართული მხარე სარკეში საკუთარ ანარეკლზე არ უნდა გაბრაზდეს. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს დაბალი შედეგების ყველა მიზეზი თბილისშია და არა კიევში.

რაც შეეხება უკრაინას, ჩვენ მეგობარ ქართველ ხალხს, მხოლოდ ერთ რამეს ვუსურვებთ: თავიანთი ევროპული მისწრაფებები განახორციელონ, მათი ამჟამინდელი მთავრობის პოლიტიკის მიუხედავად. საქართველო ევროპაა და არა „რუსული სამყარო“, – წერს სიბიგა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელში Liga.net-ის სტატია გააზიარა, სათაურით: „საქართველო უკრაინას ევროკავშირში მისი გაწევრიანებისთვის სავარაუდო ხელის შეშლაში ადანაშაულებს“, სადაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის განცხადებიდან ციტატაა მოყვანილი, რომელიც მან ჟურნალისტებთან გააკეთა.

„ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის გზაზე და კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს რაღაცნაირად თან სდევდა უკრაინის უარყოფითი დამოკიდებულება, რომ საქართველოს არ მიეღო კანდიდატის სტატუსი. ჩვენი თვალით ვნახეთ, თუ როგორი კამპანიები იმართებოდა 2022-2023 წლებში, სანამ ჩვენ მივიღებდით კანდიდატის სტატუსს და აქ არა ერთხელ გამოჩნდა უკრაინის ჩართულობაც ამ მიმართულებით, რომ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ საქართველოს ევროინტეგრაციას სხვადასხვა ფორმით. ეს ხდებოდა, არ დამალულად, ყველამ ვიცით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...