მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ის გაფრთხილების შედეგი: Gunvor-მა Lukoil-ის უცხოური აქტივების შესყიდვა გადაიფიქრა

აშშ-ის გაფრთხილების შედეგი: Gunvor-მა Lukoil-ის უცხოური აქტივების შესყიდვა გადაიფიქრა

Published on

ენერგორესურსებით მოვაჭრე შვეიცარიულმა კომპანიამ, Gunvor-მა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ რუსული ნავთობკომპანია Lukoil-ის უცხოური აქტივების შესყიდვაზე წინადადება უკან წაიღო მას შემდეგ, რაც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა მას კრემლის “მარიონეტი” უწოდა და მიანიშნა, რომ ვაშინგტონი მსგავს გარიგებას ეწინააღმდეგებოდა.

“პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ თქვა, რომ ომი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. სანამ პუტინი უაზრო მკვლელობებს განაგრძობს, კრემლის მარიონეტი Gunvor ვერასდროს მიიღებს ოპერირებასა და მოგების ნახვაზე ლიცენზიას.” – დაწერა აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა.

Gunvor-ის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა, სეთ პიეტრასმა განაცხადა, რომ სახაზინოს მიერ გაკეთებული განცხადება “ფუნდამენტურად არასწორად ინფორმირებული და მცდარია” და დაამატა, რომ კომპანია მიესალმება “შესაძლებლობას, რათა უზრუნველყოს ამ აშკარა გაუგებრობის შესწორება.”

“ამავდროულად, Gunvor-ს უკან მიაქვს Lukoil-ის საერთაშორისო აქტივებზე წამოყენებული წინადადება,” თქვა პიეტრასმა.

ცნობისთვის, Gunvor-ის თანადამაარსებელი პუტინის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირე, რუსი ოლიგარქი გენადი ტიმჩენკოა, რომელმაც კომპანიის წილი 2014 წელს, Gunvor-ის წინააღმდეგ აშშ-ს სანქციების ამოქმედებამდე ერთი დღით ადრე, გაყიდა და მას შემდეგ კომპანია მოსკოვისგან თავის შორს დაჭერას ცდილობს.

თუმცა, აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტს წარსულში ხაზგასმული აქვს, რომ პუტინს Gunvor-ში ინვესტიციები აქვსს ჩადებული და შესაძლოა ასევე ჰქონდეს წვდომა Gunvor-ის ფინანსებზეც, რასაც თავად კომპანია უარყოფს.

22 ოქტომბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ვლადიმირ პუტინთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა და რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით ორ უმსხვილეს რუსულ ნავთობკომპანიას, Lukoil-სა და Rosneft-ს, სანქციები დაუწესა.

სიახლეები

დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე – ქურდი მთავრობა გვაღარიბებს- ხოშტარია

"არ შევყვეთ "ოცნებას" ფასების გარშემო შექმნილ ყალბ ნარატივში, დავამტკიცოთ ერთადერთი სიმართლე - ქურდი მთავრობა...

ელექტროენერგიის ტარიფი იზრდება

მარეგულირებელი კომისია ელექტროენერგიის ახალი ტარიფების დასადგენად ემზადება. სემეკის თავმჯდომარე, დავით ნარმანია აცხადებს, რომ ელექტროენერგიის...

აქტივისტი როსტო ზარანდია ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა

როსტო ზარანდია, რომელმაც ანაკლიაში "მეგობარი აქტის" 380-მეტრიანი გეოგლიფი გამოსახა, ზუგდიდის მერიამ 2000 ლარით დააჯარიმა. ზუგდიდის...

ზელენსკი-უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, ეს გადაწყვეტილება წევრების მისაღებია

პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა არ ეთანხმება NATO-ს წევრობაზე უარს, რომელიც ომის დასრულების გეგმის...