მთავარისიახლეებიარქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

არქიმანდრიტი ილია თოლორაია 5 ნოემბერს საპატრიარქოში დაიბარეს

Published on

არქიმანდრიტი ილია თოლორაია ამბობს, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე, საპატრიარქოშია დაბარებული. თოლორაიას თქმით, ის მისვლას აპირებს.

“მამა მიქაელ ბოტკოველმა დამირეკა და მითხრა, რომ 5 ნოემბერს, 13:00 საათზე საპატრიარქოში დამიბარეს – მეუფე შიოსა და მეუფე თეოდორეს შენთან გასაუბრება უნდაო. მიზეზი არ უთქვამს. სავარაუდოდ, იმის გამო დამიბარეს, რომ მეუფე შიოზე ეგზარქოსი ვთქვი. თვითონ სიტყვა ეგზარქოსი მმართველს ნიშნავს, არის ეპისკოპოსი, უბრალოდ, ეპისკოპოსი, რომელიც რუსეთის მხარეს დგას.

მე ეს ჰაერზე არ მითქვამს. მეუფესგან ერთი სიტყვა არ გამიგია, რომ რუსეთი ოკუპანტი და ჩვენი მტერია. როცა რუსთაველზე გამოსულ ხალხს ამ რუსულმა მთავრობამ სისხლი ანთხევინა, ამ ახალგაზრდების დასაცავად მეუფეს ერთი სიტყვა არ უთქვამს. ამიტომ, მე ჩემი სიტყვები უკან არ მიმაქვს”. – თქვა არქიმანდრიტმა.

ცნობისთვის, 29 ოქტომბერს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისია გაიმართა, რომელზეც არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის საკითხი განიხილეს. თავად არქიმანდრიტი კომისიის სხდომას არ დასწრებია.

საქართველოს საპატრიარქოს Facebook გვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, პატრიარქმა ილია მეორემ დააკმაყოფილა ეპარქიული კომისიის შუამდგომლობა და არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრობიდან გაათავისუფლა.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი ეპარქიულ კომისიაზე 16 ოქტომბერსაც იყო დაბარებული. მაშინ კომისიამ ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის ტაძრის წინამძღვარს “მკაცრი გაფრთხილება” გამოუცხადა.

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...