მთავარისიახლეებიკობახიძე-გვინდა, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე

კობახიძე-გვინდა, ვიმუშაოთ ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე

Published on

ქართული ოცნების მთავრობა “ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე” მუშაობას იწყებს. ეს ოცნების პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე თქვა.

კობახიძის მტკიცებით, ეს იქნება “კონკრეტული მგზამკვლევი”, რომლითაც “უზრუნველყოფენ მომდევნო წლების განმავლობაში ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას”.

“გვინდა დავიწყოთ მუშაობა ქვეყნის განვითარების 10-წლიან სტრატეგიაზე 2026-2035 წლების ჩათვლით. გვინდა, მოვამზადოთ დოკუმენტი, რომელსაც დაეფუძნება ქვეყნის განვითარება ყველა მიმართულებით. ჩემი წარმოდგენით, ეს უნდა იყოს ლაკონური დოკუმენტი, სადაც იქნება გაწერილი ძალიან კონკრეტული ამოცანები და მიზნები და სადაც იქნება გაწერილი უკვე ამ მიზნების განხორციელების და ამოცანების შესრულების ვადები. საზოგადოებისთვის მეტი დეტალი ცნობილი გახდება მოგვიანებით. უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება დოკუმენტზე მუშაობის დასრულებაც, გამოქვეყნდება ეს დოკუმენტი. ჩვენ გვექნება კონკრეტული გზამკვლევი, რომლის მიხედვითაც უზრუნველვყოფთ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის თანმიმდევრულ და სტაბილურ განვითარებას”- თქვა კობახიძემ.

სიახლეები

ანდრია ჯაღმაიძე და მიქაელ ბოტკოველი უნდა ჩამოშორდეს საპატრიარქოს – მამა დოროთე ყურაშვილი

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი მიიჩნევს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური უნდა გაუქმდეს და მისი წარმომადგენლები,...

1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის დამატებითი ანაზღაურებადი სამუშაო მკაცრად იზღუდება

1 ნოემბრიდან ძალაში შევა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და სასამართლოების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც...

საქართველოსთან დაკავშირებით ევროკავშირის გაფართოების ანგარიში 4 ნოემბერს გამოქვეყნდება

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში მარტა კოსი 2025 წლის ევროკავშირის გაფართოების პაკეტს უახლოეს დღეებში ევროპარლამენტის საგარეო...

ვასილ ივანოვ -ჩიქოვანმა ფოთის იზოლატორი დატოვა

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი თავისუფალია - ჟურნალისტმა ფოთის იზოლატორი დატოვა სასამართლომ ჟურნალისტ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს 7-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. ჩიქოვანს...