მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიციამ ღამით ორი მოშიმშილე დააკავა

პოლიციამ ღამით ორი მოშიმშილე დააკავა

Published on

პარლამენტთან მოშიმშილე აქციის მონაწლეები ღამით პოლიციამ დააკავა. 2 დაკავებულიდან ერთი ამ დრომდე გაურკევეველი მიზეზით პოლიციაში ჰყავთ, ერთი კი გაათავისუფლეს.

ვახტანგ მაჭავარიანი ამბობს, რომ კრიმინალურმა პოლციამ იმ დროს დაკავა, როდესაც ნარჩენების გადასაყრელად მიდიოდა. აქტივისტი ყვება, რომ წაიყვანეს პოლიციიის გამნყოფილებაში, სთხოვდნენ მობილურს და ეკითხებოდნენ, რატომ მონაწილეობს პროტესტში.

გადავყარეთ ნაგავი და უკვე უნდა მოვტრიალებულიყავით და ქვეყნის პირველი დამნაშავე რომ აჰყავთ, თუ გაქვთ ფილმი ნაყურები, “სპეცრაზმი”, აი, ასე, შემოვარდნენ უცებ, დათოს ეცნენ და მე რომ წამოვედი დათოს დასახმარებლად, “რას აკეთებთ, სად მიგყავთ-მეთქი”, მეც ანალოგიურად დამაკავეს. დათოზე ფიზიკურად იძალადეს. სხვადასხვა განყოფილებაში გადაგვიყვანეს. ტელეფონს მთხოვდნენ, ტელეფონი სად გაქვსო და ტელეფონი მქონდა დატოვებული სატენზე და ერთი 5-ჯერ, 6-ჯერ გამჩხრიკეს. რატომ მოდიხარ აქ, სახლში რატომ არ მიდიხარო? მე ვუთხარი, ჩემი პროტესტის გამოხატვის უფლება მაქვს-მეთქი. მერე, სასტვენი რატომ გიდევს ჯიბეშიო, – ამბობს მაჭავარიანი.

მომხდარს “სამარცხვინოს” უწოდებს კიდევ ერთი მოშიმშილმე გედევან ფოფხაძე.

ხელისუფლება, რომელსაც პირდაპირ აქვს პასუხისმგებლობა ქვეყანაში კანონის აღსრულებაზე, როცა ასეთი საპროტესტო აქციები ტარდება, შიმშილობა ძალიან სპეციფიკური საპროტესტო აქციაა და მოშიმშილეების მოპარვა არ მგონია, ხელისუფლებისთვის სანაქებო საქციელად ჩაითვალოს. პირიქით, ძალიან სამარცხვინოა და ასეთი დაპირისპირება შიმშილობის აქციასთან არც შიმშილის აზრს არ დააზარალებს და ისინი კი თავის მორალურ დეგრადაციას ყველას დაანახებენ, – ამბობს ფოფხაძე.

ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის გამოუშვებენ დაკავებულ მოშიმშილე დათო ჭელიძეს, რომლის შესახებც ამ დრომდე არაფერია ცნობილია.

პარალელურად, პარლამენტთან შიმშილობა გრძელდება. გედევან ფოფხაძე საკუთარ თანამოაზრეებთან ერთად უკვე მეორე დღეა შიმშილობს. მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ქვეყანაში ახალი არჩევნების ჩანიშვნაა.

ტვ პირველი

სიახლეები

სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში...

ნინო დათაშვილი ციხეს 5000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალტა ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტს...

ქალთა საპროტესტო მოძრაობა ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

ქალთა საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ წევრები დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას...

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი საპატრიარქოში დღეს მხოლოდ ჟურნალისტებთან ერთად შევა

ბეთლემის წმინდა მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე დღეს 14:00 საათზე საპატრიარქოში მივა, თუმცა, როგორც...