მთავარისიახლეებისაზოგადოებანინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროცესს ვერ დაესწრება

ნინო დათაშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო პროცესს ვერ დაესწრება

Published on

ნინო დათაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დღეს ვერ დაესწრება – დაპატიმრებული მასწავლების მდგომარეოება საპატიმროში იმდენად დამძიმდა, რომ მისი ეტაპირება პროცესზე ეტლითაც კი შეუძლებელია. საგანგაშო ინფორმაციას ოჯახი და ადვოკატები ავრცელებენ.

ექიმების დასკვნით, ნინო დათაშვილს ხერხემლის უმძიმესი პრობლემა აქვს და ორი ქირურგიული ოპერაცია სჭირდება.

დათაშვილის პროცესი საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული – დღევანდელ სხდომაზე დაცვსი მხარე დაკავებული მასწავლებლის გათავისუფლების შუამდგომლობით შევა. თავად დათაშვილი შესაძლოა პროცესზე დისტაცნირუად ჩართონ.

ახლა ყველა პროკურატურის გადაწყვეტილებას ელოდება, გაუღებს თუ არა ციხის კარს ქალს, რომლის ჯანმრთელობაც ციხეში ადვოკატების და ოჯახის თქმით, კატასროფულად დამძიმდა.

ნინოს სჭირდება სასწრაფო ოპერაცია კისრის თიაქრის და მალების. არის ძალიან მძმე ოპერაცია. ნინომ გუშინ პრაქტიკულად ვერ შეძლო ჩვენთან ნორმალური კომუნიკაცია. ვერ მოაწერა დოკუმენტებს ხელი. ის გადაადგილდება ეტლით. პრაქტიკულად, მე და თამარ გაბოძე მისი თავლთახედვის არეალში რომ მოვხვედრილიყავით სათითაოდ ვდგებოდით მის წინ. კისერს საერთოდ ვერ ამოძრავებს. აქ არ არის მხოლოდ ადამიანის ჯანმრთელობაზე საუბარი, აქ არის ადამიანის სიცოცხლეზე საუბარი.

ჩვენ ვიცით, რომ აღკვეთის ღონისძიების ერთადერთი არგუმენტი პროკურატურას აქვს, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკებს ხედავს ნინო დათაშვილის შემთხვევაში. აი ეს მოცემულობა გვაქვს 17 სექტემბრის შემდეგ, მაგრამ გუშინ რაც ვნახეთ მე და თამარ გაბოძემ, შოკირებულები ვართ. რანაირი ქალი არ მინახავს – ნახემი, გაუბედურებული, დათრგუნული, მაგრამ ნინო დათაშვილის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე. ადამიანი არის პრაქტიკულად უძლური. არ შეუძლია გადაადგილება და რომელ ახალი დანაშაულის ჩადენაზეა საუბარი?”, -აცხადებს ადვოკატი.

პროცესის პარალელურად სასამართლოსთან ნინო დათაშვილის მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები შეიკრიბებიან და დაპატიმრებული მასწავლებლის გათავსიუფლებას მოითხოვენ.

სამოქალაქო აქტივისტს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 21 ივნისს შეუფარდა. ის მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. პედაგოგს 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

სიახლეები

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები “ოცნების” განათლების რეფორმით შეშფოთებულნი არიან

ავსტრიის, გერმანიის, პოლონეთის და სლოვაკეთის რექტორთა კონფერენციები შეშფოთებულნი არიან უმაღლესი განათლების სექტორში მიმდინარე მოვლენებით რექტორთა...

რუსეთი უახლოეს წლებში ბალტიის ქვეყნების ოკუპაციისთვის ემზადება – ბუდანოვი

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუსეთს ბალტიისპირეთის ქვეყნების...

ხანძარს დედა-შვილი ემსხვერპლა – შემთხვევა ჩხოროწყუში მოხდა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში - სოფელ ხაბუმეში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, საცხოვრებელ...

ესპანეთში ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიჭიკო პაიკიძე დააკავეს

გრიგოლ ლილუაშვილის გარემოცვის წევრი, ბიზნესმენი ბიჭიკო პაიკიძეს ესპანეთში დააკავეს - ამის შესახებ დღეს სასამართლო...