მთავარისიახლეებისაზოგადოებაარქიმანდრიტი დოროთე ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გაათავისუფლეს

არქიმანდრიტი დოროთე ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან გაათავისუფლეს

Published on

საპატრიარქომ არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილთან დაკავშირებით მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა გაავრცელა. კომისია პატრიარქს მიმართავს, რომ არქიმანდრიტი დოროთე გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.

შესაბამისი მოთხოვნით კომისია პატრიარქს ილია მეორეს მიმართავს:

“საქართველოს საპატრიარქოს მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის დასკვნა:
2025 წლის 29 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოში გაიმართა მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის სხდომა.
სხდომას ესწრებოდნენ:
1. საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – კომისიის თავმჯდომარე
2. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე)
3. დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი) – კომისიის მდივანი
4. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე (საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი)
5. დეკანოზი ლონგინოზ სუარიშვილი.
მცხეთა-თბილისის ეპარქიულმა კომისიამ კვლავ განიხილა ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) საკითხი.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს დაბარებული იყო მცხეთა-თბილისის ეპარქიულ კომისიაზე, სადაც მღვდელმთავრებთან შეხვედრისა და გასაუბრების საშუალება მიეცემოდა, მაგრამ იგი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა. აღნიშნულის საფუძველზე, მას გამოეცხადა მკაცრი გაფრთხილება, ხოლო ახსნა-განმარტებისთვის განმეორებით დაბარებულ იქნა კომისიაზე მიმდინარე წლის 29 ოქტომბერს, რაზეც მან თავისი პირობები წამოაყენა, რომ კომისიას მხოლოდ მედიასაშუალებების თანხლებით დაესწრებოდა. ამ მოთხოვნაზე კომისიამ მას უარი განუცხადა და განმარტა, რომ ასეთი ფორმატით კომისიის სხდომის გამართვა არის უპრეცედენტო და მიუღებელი. აღნიშნული პირობის არდაკმაყოფილების საფუძველზე, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კვლავ არ დაესწრო სხდომას, რაც კომისიის წევრებმა არასაპატიო მიზეზად მიიჩნიეს.
აღსანიშნავია, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი), როგორც პირველი, ისე მეორე დაბარების შემდეგ, ეკლესიის იერარქიისა და თავად კომისიის წევრების მისამართით შეურაცხმყოფელ და ცილისმწამებლურ განცხადებებს კვლავ აგრძელებს
თვალსაჩინოებისთვის მისი საუბრებიდან მოგვყავს შესაბამისი ციტატები:
„ეკლესიას ძაან უნდა გახარებოდა… და ძალიან უნდა მოწონებოდა სახელმწიფოს, რომ მე ხალხი თუნდაც პოლიციელები და თუნდაც მისი ხალხი რაღაცა მსხვერპლს გადავარჩინე და ძალიან გაბრაზდა ორივე და თურმე რატომ, მსხვერპლი უნდოდათ“.
„მე ვწმენდ ეკლესიას სინდისს და ნამუსს, მე ვწმენდ ეკლესიას იმ უნამუსობას, რომელიც ზოგიერთს ჩაუდენია და გაუკეთებია თავისი მდუმარებით თუნდაც“.
„როცა მღვდელს სხვა უფროსი ეყოლება, მერე ის აკეთებს იმის დავალებებს, რასაც ის უფროსი დაავალებს და არა ქრისტეს დავალებებს. აი, ამ დღეში ვართ, დღეს ჩვენ ეკლესიურად უფროსი გაუჩნდა, მიუხედავად იმისა, არცერთი სახელმწიფოებრივი სტატუსით არაფერი არაა თანამდებობა, მაგრამ სახელმწიფო მთავრობა გაიხადეს უფროსად და აქ უკვე გაქრა ის, რომ ქრისტეა ჩვენი უფროსი…“
„მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი, ეს არის მათი დავალება…“
ეპარქიულმა კომისიამ დასკვნის სახით დაადგინა, რომ არქიმანდრიტ დოროთეს (ყურაშვილი) მხრიდან კვლავ იკვეთება დისციპლინური და ზნეობრივი ხასიათის დარღვევები, კერძოდ: ცილისმწამებლური, ასევე მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელი სხვა ქმედებები.
აღნიშნულიდან გამომიდინარე, ეპარქიულმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს, რომ არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი) კომისიის უგულებელყოფის, შეურაცხყოფისა და კვლავ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო, რაც მოციქულთა 74-ე კანონით, წარმოადგენს მძიმე დისციპლინურ დარღვევას, ამ ეტაპზე სასჯელის სახით გათავისუფლდეს ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვრის მოვალეობიდან და გამწესდეს მღვდელმსახურად ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ლავრაში, რომლის საძმოს წევრადაც ირიცხება.
კომისიის თავმჯდომარე
საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
კომისიის მდივანი
დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი)” – ნთქვამია კომისიის განჩინებაში.

სიახლეები

დოროთე ყურაშვილი – მღვდლობიდან განმაყენებენ თუ არა, ორივე გადაწყვეტილება გამარჯვება იქნება

დავრჩები ისე, როგორც ვარ, თუ მღვდლობიდან განმაყენებენ, ორივე ჩემთვის გამარჯვება იქნება, რადგან მე ვებრძვი...

სააპელაციომ ანრი კვარაცხელიას 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში დატოვა

სააპელაციო სასამართლომ სინდისის პატიმრის, ანრი კვარაცხელიას მიმართ პირველი ინსტანციის მიერ გამოტანილი 4.5-წლიანი პატიმრობა ძალაში...

ნინო დათაშვილი ციხეს 5000 ლარიანი გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს

პატიმრობაში მყოფი პედაგოგი, ნინო დათაშვილი რუსთავის ქალტა ციხეს გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს. მოსამართლემ სამოქალაქო აქტივისტს...

ქალთა საპროტესტო მოძრაობა ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

ქალთა საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ წევრები დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას...