ბეთლემის წმინდა მაცხოვრის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე დღეს 14:00 საათზე საპატრიარქოში მივა, თუმცა, როგორც სასულიერო პირი ამბობს, ზნეობის კომისიაზე დასწრებას, ჟურნალისტების გარეშე არ აპირებს.
არქიმანდრიტი სხოდმის საჯაროობას და საპატრიარქოში თავისუფალი მედიის დაშვებას ითხოვს.
მე დღეს მსჯის რუსეთის ეკლესია და ბიძინა ივანიშვილი. ეს არის მათი დავალება, რომელიც უნდა შეასრულოს მეუფე შიომ, მთელი ჩემი ქადაგება არის, რომ გამოვაჩინო საქართველოს მტერი. საქართველოს მტერი არის რუსეთი და “ოცნება”. მზად ვარ და მეც ხელს შევუწყობ მაგაში, რომ თვითონაც გამოაჩინონ ვინ არიან და რატომ მსჯიან, იმიტომ, რომ მე მართლმადიდებლური სწავლებით საერთოდ არ მეკუთვნის სასჯელი. ჩემი დაბარება არის პირდაპირ სატელევიზიო საჯარო გამოსვლებზე, ამიტომ იქ აუცილებლად უნდა იყვნენ ჟურნალისტები. მე მივდივარ 2 საათზე და შევდივარ მხოლოდ თქვენთან, ჟურნალისტებთან ერთად”- ამბობს არქიმანდრიტი.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არც ამჯერად აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, თუ ის ღია და გამჭვირვალე არ იქნება.
არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.
ტვ პირველი