მთავარისიახლეებიენმ, ახალი, ლელო – ოცნება 3 პარტიის აკრძალვას ითხოვს

ენმ, ახალი, ლელო – ოცნება 3 პარტიის აკრძალვას ითხოვს

Published on

ქართული ოცნება საკონსტიტუციო სასამართლოს 3 პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. ეს პარტიებია ენმ, ახალი და ლელო.

“იმ პარტიების განსაზღვრის, რომელთა აკრძალვასაც კონსტიტუციური სარჩელით ვითხოვთ, ვისარგებლეთ ორი მთავარი კრიტერიუმით:

1. რამდენად მყარია კონკრეტული პარტიის არაკონსტიტუციურობის დასაბუთება
2. რამდენად უქმნის კონკრეტული არაკონსტიტუციური პარტია თავისი ზომით, ორგანიზაციული სტრუქტურით, პოლიტიკური გავლენით რეალურ საფრთხეს კონსტიტუციურ წყობილებას.

შესაბამისად, ჩვენი ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია შემდეგი სამი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა, რომლებმაც საერთო მისწრაფებით მოქმედი კოალიციური ერთობა შექმნეს და დღესაც ასე მოქმედებენ. ეს პარტიებია:

1. ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა
2. კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია, მელია, გირჩი, დროა
3. ძლიერი საქართველო – ლელო ხალხისთვის თავისუფლებისთვის.

ამასთანავე გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარტიებთან მჭიდროდ დაკავშირებულია სხვა პოლიტიკური პარტიებიც, როგორებიცაა ელენე ხოშტარია დროა და გირჩი – მეტი თავისუფლება, რომლებიც სინამდვილეში კოალიცია ცვლილებისთვის შემადგენლობაშია, თუმცა ფორმალურად დამოუკიდებელ პარტიებად არიან რეგისტრირებული, აგრეთვე სტრატეგია აღმაშენებელი, ევროპული საქართველო, ფედერალისტური პარტია, რესპუბლიკური პარტია და სხვა ფიქტიური, ერთკაციანი და მცირე პარტიები. თუმცა ვინაიდან, მათ ამჟამად მათი სიდიდით, ორგანიზაციული სტრუქტურით არსებითი გაველენა, მათ შორის, საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპეტივა არ გააჩნიათ ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება.

მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გაველნას შეიძენენ” – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...