მთავარისიახლეებისაზოგადოებაარქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს

Published on

არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მხარდასაჭერად მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს.

პეტიციის მიხედვით, ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ მამა დოროთეს რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების გამო უსამართლოდ დევნიან.

ხელმომწერები მოითხოვენ პასუხი გაეცეს განხორციელებულ ცილისწამებას და შეწყდეს მისი უსამართლო დევნა.

ჩვენ, ქვემორე ხელმომწერნი, მივმართავთ საქართველოს საპატრიარქოს, რათა გამოვხატოთ ჩვენი სრული მხარდაჭერა და პატივისცემა არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მიმართ.

მიგვაჩნია, რომ მას უსამართლოდ დევნიან რუსულ რეჟიმთან დაპირისპირების გამო.

ჩვენი მოთხოვნაა, პასუხი გაეცეს არქიმანდრიტი დოროთეს (ყურაშვილი) მიმართ განხორციელებულ ცილისწამებას და შეწყდეს მისი უსამართლო დევნა,” – ნათქვამია პეტიციაში.

ამ დროისთვის, პეტიციას ხელს 3 000-ზე მეტი ადამიანი აწერს.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი კომისიაზე ისევ დაიბარეს. მამა დოროთეს ბრალდებების 4-გვერდიანი დოკუმენტი გამოუგზავნეს, სადაც არაფერი წერია, გარდა სატელევიზიო გამოსვლებიდან ამოკრებილი ციტატებისა, თუმცა მამა დოროთე ყურაშვილი ვერ იგებს, ამ განცხადებებში რა არის საზიანო.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი არც ამჯერად აპირებს კომისიაზე გამოცხადებას, თუ ის ღია და გამჭვირვალე არ იქნება. სასულიერო პირი ითხოვს შენობაში შეუშვან თავისუფალი მედიის წარმომადგენლებიც და საჯარო განხილვა მოეწყოს.

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილის მიმართვის მიუხედავად, ეპარქიული კომისიის სხდომაზე ტელევიზიებს არ დაუშვებენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანდრია ჯაღმაიძემ დაწერა.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...