მთავარისიახლეებიპოლიტიკაღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ადგილის გაცვლა შესთავაზა და განაცხადა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ...

ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ადგილის გაცვლა შესთავაზა და განაცხადა, რომ ჩვენება არავის წინააღმდეგ არ მიუცია

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლოში დაცვის თანხლებით მისული ირაკლი ღარიბაშვილი ხუმრობის ხასიათზე იყო. ის სხდომათა დარბაზში მყოფ ჟურნალისტებს მიესალმა და შემდეგი რეპლიკით მიმართა: „ხომ არ გავცვალოთ ადგილები?“

სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, ვის წინააღმდეგ მისცა ჩვენება, განაცხადა, რომ არავის საწინააღმდეგოდ არ უთანამშრომლია გამოძიებასთან.

სხვათა შორის, არც სასამართლოს შენობაში შესვლისას და არც გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილს მოქალაქეებისთვის აუცილებელი შემოწმების პროცედურა არ გაუვლია და ორივე შემთხვევაში გვერდით შესასვლელიდან შემოიყვანეს და გაიყვანეს.
ღარიბაშვილმა პასუხი გასცა მხოლოდ ერთადერთ კითხვაზე: „მისცა თუ არა ვინმეს წინააღმდეგ ჩვენება?“.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ღარიბაშვილს სხვა დამატებითი ღონისძიებებიც დაუწესდა. კერძოდ კი, მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

სიახლეები

დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს – მეუფე ნიკოლოზი

არ არის ის დღე შორს, როდესაც დღის წესრიგში დავაყენებთ მისი უწმინდესობის კანონიზაციის საკითხს -...

ზუგდიდის სასამართლომ შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდის უწყვეტი აქციების მედროშეს, შალვა ესართიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა....

ილია მეორის ხსოვნის პატივსაცემად, სტრაზბურგში, ევროპის სასახლესთან ევროპისა და საქართველოს დროშები დაეშვა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივნის, ალან ბერსეს გადაწყვეტილებით, ევროპის...

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები დარეკონ

საქართველოს საპატრიარქო ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერს მოუწოდებს, 22 მარტის ჩათვლით, ყოველდღიურად, 12:00 საათზე სამგლოვიარო ზარები...