მთავარისიახლეებირუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი-ზელენსკი

რუსეთის თავდასხმის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი-ზელენსკი

Published on

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წუხელ განხოციელებული თავდასხმას ეხმაურება და ევროკავშირისა და აშშ-გან მკაცრ ზომებს ითხოვს.

“დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი, ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს აშშ-სგან და „დიდი შვიდეულისგან“ – ამბობს ზელენსკი.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის ცნობილია 17 ადამიანის დაშავების და 6 ადამიანის დაღუპვის შესახებ.

„კიდევ ერთი ღამე, რომელიც ადასტურებს, რომ რუსეთი საკმარის ზეწოლას ვერ გრძნობს ომის გაჭიანურებისთვის – ამ დროისთვის ცნობილია 17 ადამიანის დაშავების შესახებ. სამწუხაროდ, 6 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვი.

რუსული სიტყვები დიპლომატიის შესახებ არაფერს ნიშნავს, სანამ რუსეთის ხელმძღვანელობა კრიტიკულ პრობლემებს არ იგრძნობს. ამის უზრუნველყოფა კი მხოლოდ სანქციებით, შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებითა და ჩვენს ყველა პარტნიორს შორის კოორდინირებული დიპლომატიით შეიძლება. დროა, ევროკავშირმა მიიღოს სანქციების ძლიერი პაკეტი. ჩვენ ასევე ველით მკაცრ სასანქციო ზომებს შეერთებული შტატებისგან, „დიდი შვიდეულისგან“ და ყველასგან, ვისაც მშვიდობა სურს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ახლა არ გაჩუმდეს და რუსეთის საზარელ დარტყმებზე ერთიანი რეაგირება მოხდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა, ვინც უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებითა და რაკეტებით ეხმარება, ადამიანების სიცოცხლეს იცავს და ყველა, ვინც უკრაინას შორ მანძილზე დარტყმის შესაძლებლობებით ეხმარება, ომის დასასრულს აახლოებს.

სიახლეები

გინდა რეჟიმი დაგვიძახონ და გინდა დიქტატურა, არ გვაწუხებს – კობახიძე მოჰყვა, რა ხდებოდა უმრავლესობის სხდომაზე

დღეს ქართული ცონების ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობისა და პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა,...

უკრაინაში კიდევ ერთი აფხაზი ბოევიკი მოკლეს

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი აფხაზეთში დაბადებული სერგეი გოლდობინი მოკვდა. უკრაინაში მიმდინარე ომში მოკლეს აფხაზეთში მცხოვრები...

კიევში ვიტალი კლიჩკოს გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა

17 ოქტომბერს კიევის საქალაქო სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა და დედაქალაქის მერის,...

დავით ოქიტაშვილი თიკა რუხაძესა და მამუკა მდინარაძეს აკრიტიკებს

„მე როცა ამ სფეროში ვმოღვაწეობ, როგორც ერთ-ერთი რიგითი ადამიანი კულტურის სფეროში, დავსვი კითხვა და...