მთავარისიახლეებიმზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიენიჭა

მზია ამაღლობელს სახაროვის პრემია მიენიჭა

Published on

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადაეცა.

მედიამენეჯერთან ერთად პრემია მიიღო ბელარუსელმა ჟურნალისტმა ანდჟეი პაჩობუტმა.

როგორც “ევროსკოპის” რედაქტორმა თამარ ნუცუბიძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა, მზია ამაღლობელი რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად გამოაცხადა გამარჯვებულად ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

რამდენიმე წუთის წინ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ეს პრიზი გადაეცა მზია ამაღლობელს. მასთან ერთად გადაეცა პრიზი ბელარუსელ კოლეგას და ანოტაციაში მოყვანილია მზია ამაღლობელის სიტყვები – იბრძოლეთ ბოლომდე. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, რადგან სახაროვის პრემია არის ძალიან ძლიერი და მსიი პირველი გამარჯვებული არის ნელსონ მანდელა”, – განაცხადა თამარ ნუცუბიძემ.

სახაროვის პრემია ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში გაწეული საქმიანობისთვის.
სახაროვის პრემიის მფლობელებს შორის არიან, ნელსონ მანდელა, პაკისტანელი აქტივისტი მალალა იუსაფზაი, რუსი ოპოზიციური ლიდერი ალექსეი ნავალნი.
ჟურნალისტი სახაროვის პრემიაზე „ევროპის სახალხო პარტიამ“ წარადგინა. რასა იუკნევიჩიენეს თქმით, „ამაღლობელი არა მხოლოდ მამაცი ჟურნალისტია, ის მთელი ქართველი ერის სიმბოლოა, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის“.
ჯილდოს ყოველწლიურად გადასცემენ მათ, ვინც განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საერთაშორისო სამართლისა და უმცირესობების უფლებების დაცვის განვითარებაში.

სახაროვის პრემიის ფინალისტებს შორის იყვნენ:

„პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტები, რომლებიც იბრძვიან თქვენი და ჩვენი თავისუფლებისთვის” — ანდჟეი პოჩობუტი ბელარუსიდან და მზია ამაღლობელი საქართველოდან;
ჟურნალისტები და ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები პალესტინასა და ყველა კონფლიქტურ ზონაში, რომლებსაც წარმოადგენენ პალესტინის ჟურნალისტთა სინდიკატი, წითელი ნახევარმთვარე და UNRWA;
სერბი სტუდენტები.

სიახლეები

ზელენსკი- ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამ კვირის დასაწყისიდან ბელარუსისა და უკრაინის საზღვარზე არსებულმა რუსულმა აპარატურამ, რომელიც...

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა

ევროსაბჭომ საქართველოს შესახებ ახალი რეზოლუცია დაამტკიცა. რეზოლუციას მხარი საპარლამენტო ასამბლეის 83-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხუთი...

“ მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით რამეს დამაკლებენ” – ელენე ხოშტარია

ელენე ხოშტარია ციხიდან წერილს ავრცელებს: „მეცინება, როცა ქოცებს ჰგონიათ, არმკურნალობით, მისი გაჯანჯლებით, უღირსობით, ილუზიის შექმნით,...

თუ ჩახუნაშვილი აღიარებს დანაშაულს, შეგვიძლია, იმ დღესვე გავათავისუფლოთ-გვარაკიძე

ყველა იმ ბრალდებულ პირთან, რომლებმაც აღიარეს და მოინანიეს დანაშაული, გაფორმდა საპროცესო შეთანხმება. რაც შეეხება...