მთავარისიახლეებისაზოგადოებააფხაზეთიდან დევნილი 71 აზა ჩილაჩავას წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა

აფხაზეთიდან დევნილი 71 აზა ჩილაჩავას წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა

Published on

აფხაზეთიდან დევნილი 71 აზა (მადლენა) ჩილაჩავას წინააღმდეგ შსს-მ სასამართლოს მიმართა. აქციების აქტიური მონაწილის, სავარაუდოდ, პირბადის ტარებს ედავებიან.

გაგრის მკვიდრს “ქართული ოცნების” მიერ მიღებული კანონით, 15-დღემდე პატიმრობა ან ჯარიმა ემუქრება.

აზა ჩილაჩავა სასამართლოში არ იმყოფება, რადგან როგორც აქციების მონაწილე ამბობს, მას ოქმი რამდენიმე საათის წინ მიუტანეს. პენსიონერს სურს პროცესს დაესწროს, ამიტომ იმედი აქვს, რომ სხდომა გადაიდება.

“არ მეშინია, არ ვარ ქოცი”- ასე პასუხობს მოსალოდნელ სასჯელს თავად აზა ჩილაჩავა. აზა (მადლენა) ჩილაჩავას ისტორია აქციის მონაწილეებმა კარგად იციან, ქალი 7 წლის შვილთან ერთად აფხაზეთში დარჩა და ქართველ ჯარისკაცებს უვლიდა.

წამიყვანონ და დამიჭირონ, არ მეშინია. მე ყოველთვის ვიტყვი: რუსეთი ოკუპანტია! მე აქციაზე ყოველ დღე ვივლი. ერთი წლის განმავლობაში, აქციაზე პირბადის გარეშე დავდიოდი. გრიპი რომ შემეყარა და ავტობუსში ხველება დავიწყე, ყველა მე მიყურებდა, არავის უნდა, ვირუსი გადაედოს. მომერიდა და პირბადე ამიტომ გავიკეთე.

პროტესტი მაქვს, ამიტომ ვერ გავჩერდები – მომკლან, დამასამარონ, ვერ გამაჩერებენ. მე “ქოცი” არ ვარ! ქოცი, რომ ვიყო, შეიძლება დღეს 4 ბინა მქონოდა” – თქვა აფხაზეთიდან დევნილმა პენსიონერმა.

სიახლეები

ეს არის დიქტატურა-დიასპორა აქციებს აანონსებს

ეს არის სუფთა დიქტატურა, - ასე აფასებს საფრანგეთში ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ოთარ ზურაბიშვილი “ოცნების“...

ზელენსკიმ და მაკრონმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიზანიც უკრაინის გაძლიერებაა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა 17 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას,...

იზრდება სახელმწიფოთა რიცხვი, ვინც ემიგრანტ მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობას აძლევენ, ჩვენ ყველაფერში უკან მივდივართ – დოლიძე

„სამართლიანი არჩევნების” ყოფილი ხელმძღვანელი ნინო დოლიძე International Idea-ს მიერ მომზადებულ საზღვარგარეთ ხმის მიცემის რუკას...

იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! – სსრკ სხვა კი არაფერი იყო! – სალომე ზურაბიშვილი

უარი ბოლონიის პროცესზე, უარი ემიგრანტების საარჩევნო უფლებაზე, იზოლაცია და ქვეყნის ჩაკეტვა! - სსრკ სხვა...