მთავარისიახლეებისაია- ADF International-მა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა

საია- ADF International-მა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა

Published on

ADF International-მა სტრასბურგის სასამართლოში რუსული კანონის საქმეში მესამე მხარედ ჩართვა მოითხოვა და წერილობითი პოზიცია წარადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას საია ავრცელებს.

როგორ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია წერს, ADF International-ს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობაა შემოღებული, პირველ მაგალითად რუსეთი მოჰყავს. – “მოსაზრებაში მითითებულია, რომ გაერთიანების თავისუფლების დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა შეიძლება „მსუსხავი ეფექტი“ შექმნას ფიზიკური პირებისა და სხვადასხვა ჯგუფისთვის და არაერთი უფლების განხორციელებაზე უარყოფითად იმოქმედოს”

ADF International-ის წერილობითი მოსაზრების მიხედვით, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ასევე, დამოუკიდებელი მედია, დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირებისათვის აუცილებელია.1 იგი განმარტავს, რომ კონვენციის მე-11 მუხლის გარდა, გაერთიანების თავისუფლება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის 22-ე მუხლით არის გარანტირებული. ამ საერთაშორისო ინსტრუმენტებით გათვალისწინებული გაერთიანების თავისუფლების დაცვა აზრს დაკარგავს, თუ დაფინანსების წყაროებზე წვდომა დაცული არ იქნება, რომლებიც გაერთიანებებს საშუალებას აძლევს, თავიანთი მიზნები განახორციელონ, მათ შორის, ჰქონდეთ წვდომა უცხოურ ან საერთაშორისო დაფინანსების წყაროებზე. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, სადაც გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების შემზღუდავი კანონმდებლობაა შემოღებული, ADF International-ს პირველ მაგალითად რუსეთი მოჰყავს, ასევე, ინდოეთი, და ჩინეთი. მოსაზრებაში მითითებულია, რომ გაერთიანების თავისუფლების დაუსაბუთებელმა შეზღუდვებმა შეიძლება „მსუსხავი ეფექტი“ შექმნას და ფიზიკური პირების, ასევე, რელიგიურ და სხვა ჯგუფებთან რიგი დაკავშირებული უფლებების განხორციელებაზე უარყოფითად იმოქმედოს

სიახლეები

რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტივისტების დაპატიმრებებს ეხმაურება

ტერორი საქართველოში - საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტროტუარზე დგომის გამო აქტოვისტების პატიმრობაში გაშვებას...

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ

ტროტუარზე დგომის გამო მიხეილ ზაქარეიშვილსა და ლუკა ნაგლიაშვილს 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდათ. ორივე საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე...

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს

ჯორჯ ბუშის საპრეზიდენტო ცენტრი მზია ამაღლობელის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია წერს, რომ გამოცემა “ბათუმელებისა“...

გიორგი ვაშაძემ საპატიმრო დატოვა

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის ციხე დატოვა. ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა,...